დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი ვაჩიბერაძე პროკურატურის პასუხს ელოდება
2012/05/08 16:12:29

7 მაისს, დღის პირველ საათზე გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ჟურნალისტი პროკურატურას ატყობინებს მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის შესახებ და ფაქტების გამოძიებას სთხოვს.

„დეტალურად აღვწერე 2-3 მაისს ჩემს მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. არავის ვადანაშაულებ, უბრალოდ, მოვითხოვ, პროკურატურამ გამოიძიოს ეს ფაქტი და შესაბამისად დაისაჯონ დამნაშავეები,“- აღნიშნავს ირაკლი.

იგი ასევე  ამბობს, რომ პროკურატურაში მისვლისას მიმღებში მას განუცხადეს, რომ ადგილზე არ იმყოფებოდა რეგისტრატორი, რომლესაც განცხადება უნდა მიეღო და რეგისტრაციაში გაეტარებინა. თუმცა განცხადება უცნობმა მამაკაცმა მაინც ჩაიბარა.

„რეგისტრატურაში მისულს განმიცხადეს, რომ ის ქალი, რომელიც განცხადებებს იღებდა, არ იყო. მითხრეს, რომ მამაკაცი, რომელიც იქვე იჯდა, განცხადებას დაიტოვებდა. მან მხოლოდ ჩემს დაწერილ განცხადებაზე მომაწერინა ხელი და რეგისტრაციის ნომერი არ მოიცია. რომ გამოვდიოდი, ჩემი ინიციატივით ტელეფონის ნომერი დავუტოვე, დამირეკეთ მაინც, რაიმე პასუხის შემთხვევაში-თქო, ამით დავტოვე შენობა,“- ამბობს ირაკლი ვაჩიბერაძე.

მიუხედავად საეჭვო გარემოებებში ჩაბარებული განცხადებისა, ჟურნალისტი იმედოვნებს, რომ მის დოკუმენტს პროკურატურის მხრიდან რეაგირება უახლოეს დროში მოჰყვება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1685
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია