საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მესამე დღეა, მდინარე რიონში დამხრჩვალ ვანო კახიძეს ვერ პოულობენ
2013/07/08 14:46:10

რიონში დამხრჩვალი მამაკაცის მოსაძებნად ქუთაისის სამაშველო სამსახურმა დამატებითი ძალები გამოიძახა

ორი დღის წინ მდინარე რიონში დამხრჩვალი მამაკაცის ძებნა ქუთაისის სამაშველო სამსახურმა გაძლიერებული ძალებით დაიწყო.  დღეს დილიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთელი შემადგენლობა 54 წლის  ვანო კახიძის ცხედარს რიონის მთელ პერიმეტრზე ეძებს.  სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია უკლებლივ ყველა თანამშრომელი.

„განსაკუთრებულ რეჟიმში ვმუშაობთ.  მთელი ძალებით ვართ მობილიზებული. ორივე ცვლა არის  გამოძახებული.  რამდენიმე წუთში რიონჰესი და გუმათჰესი  დაცლის „ბასეინებს“ დავაგდებთ წყლის დონეს. ეს სადღაც 40 წუთი, მაქსიმუმ – ერთი  საათი გაგრძელდება. უნდა ვეცადოთ, ამ დროში მოვახერხოთ პოვნა, სხვა შემთხვევაში მოგვიწევს ლოდინი, ვიდრე წყალი არ გამორიყავს", – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ელგუჯა ბანძელაძემ.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები მანამდე  არ შეწყდება, ვიდრე ცხედარი ნაპოვნი არ იქნება.

ვანო კახიძე დავით და კონსტანტინეს ქუჩის პარალელურ მხარეს მდინარე რიონში 6 ივლისს, საღამოს 8 საათსა და 30 წუთზე დაიხრჩო.  მამაკაცი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევის შესახებ ცნობილია მისი ოჯახის წევრებისთვისაც.

სამაშველო სამსახურის ცნობით,  ვანო კახიძე რიონის პირას მეგობართან ერთად იმყოფებოდა. იგი მეგობრისგან  შეუმჩნევლად გაუჩინარდა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა მომხდარის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შეატყობინა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1390
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია