დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასამარლო პროცესი
„არ არის სასიამოვნო, წარმოადგენდე უწყებას, რომელსაც ყაჩაღი ხელმძღვანელობს“ – ზურაბ ჭიაბერაშვილი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/25 15:32:31

ვანო მერაბიშვილი დღეს არ ესწრება სასამართლო სხდომას ქუთაისში. მოსამართლე დასაქმების პროგრამის საქმეს განიხილავს, რომელშიც ბრალი ყოფილ მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილსაც ედება. პროცესზე დღეს ბრალდების მოწმეების დაკითხვა იგეგმებოდა.

 

სასამართლო სხდომა ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით დაიწყო. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილისა და მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე არის მთლიანად პოლიტიზირებული. ჭიაბერაშვილმა სასამართლოს ასევე განუცხადა, რომ ის, როგორც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული პირი, არ  აპირებს საქართველოს დატოვებას და თუკი „აღმოჩნდება“, რომ მას სადმე ბილეთი აქვს დაჯავშნული, ეს იქნება ტყუილი.

 

„მინდა საჯაროდ დავაფიქსირო, რომ არ ვაპირებ უცხოეთში წასვლას, ვიდრე განაჩენი არ გამოცხადდება და არც რაიმე ბილეთის დაჯავშნას. თუ ჩემს სახელზე დაიჯავშნება ბილეთი, ეს არ იქნება ჩემს მიერ დაჯავშნული. მე მინდა ვუთანაგრძნო აქ წარმოდგენილ მოქალაქეს, რომელიც ბრალდებას წარმოადგენს, ვინაიდან დადასტურდა, რომ მათი დღევანდელი უფროსი არის გერმანიაში ნასამართლევი ყაჩაღი და ნამდვილად არ არის სასიამოვნო, წარმოადგენდე სახელმწიფო ბრალდებას, იმ  უწყებს, რომელსაც ყაჩაღი ხელმძღვანელობს.“– განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.  


დღევანდელ სასამარლო პროცესზე მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის ადვოკატებმა გააპროტესტეს წინა პროცესზე მოსამართლე ნათია ბარბაქაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ისინი სასამართლო სხდომის დატოვების გამო 200 ლარით დააჯარიმეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2834
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია