დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ გაუქმდა №46 სამარშრუტო ხაზი?
2011/03/14 13:03:22

ისე, როგორც ბევრი რამ, ჩვენს ქალაქში უყურადღებოდ და დაკვირვების გარეშე კეთდება. კიდევ ერთი მაგალითია ამის დასადასტურებლად ის გახლავთ, რომ ჯაჭვის ხიდთან, სამარშუტო ტაქსების გაჩერებაზე გააკეთეს ახალი აბრები, სადაც ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი არის მითითებული. მასზე 3 საქალაქო ხაზის მოძრაობის მიმართულება არის დატანილი: №46 (6ა) (ვარლამიშვილის მოედანი - გუმათჰესის დასახლება);  №10 (ვარლამიშვილის მოედანი - ლესელიძის ქუჩა) (ჭომა); №4 (ვარლამიშვილის მოედანი - ასლანიკაშვილის ქუჩა).

თუმცა რეალურად, №46 სამარშრუტო ტაქსი უკვე ერთი წელია აღარ ემსახურება მოსახლეობას. იგი გუმათჰესის დასახლებიდან ჯაჭვის ხიდის გავლით გადიოდა ქალაქის ცენტრში და წრეს ურტყამდა ქალაქს.

„40 თეთრად შეგეძლო, გუმათიდან ჩასულიყავი ჭავჭავაძეზე, არ გიწევდა ჯაჭვის ხიდიდან წრიულით სარგებლობა. ახალი დანიშნული რომ იყო, მგზავრები დიდი რაოდენობით არ ჰყავდა, ამის გამო მძღოლები ხშირად ერთმანეთსაც კი ეჩხუბებოდნენ, მგზავრების მიმართაც აგრესიულები იყვნენ. რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მძღოლებმა თავად დაწერეს განცხადება ამ ხაზის გაუქმების შესახებ. თუმცა ხალხი, რომელიც ამ მარშრუტით სარგებლობდა, კმაყოფილი იყო,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გუმათჰესის დასახლების მცხოვრებმა სალომემ. ახლა ვარლამიშვილის მოედნიდან (ჯაჭვის ხიდიდან) გუმათჰესის დასახლებამდე 6 ნომერი მოძრაობს, აბრაზე ესეც შეცდომით არის დატანილი. მგზავრებს კი ამ სატრანსპორტო საშუალების მიმართაც პრეტენზიები აქვთ.

„მოქმედ 6 ნომერში საშინელი მდგომარეობაა, ხალხი ერთმანეთზე დგას და ისე მგზავრობს. ტრანსპორტიც მოძველებული და ტექნიკურად გაუმართავია. ერთ-ერთმა მძღოლმა მანქანიდან სკამები ამოიღო, რომ მეტი ადამიანი დადგეს ფეხზე, ამაზე ხომ ჯარიმა არის დაწესებული და მათთვის რატომ არ მოქმედებს კანონი?“ - გვითხრა ერთ-ერთმა მგზავრმა, ქალბატონმა ნელიმ.

აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელს ვალერი კლდიაშვილს მივმართეთ.

„საკრებულოს მიერ დადგენილ სატრანსპორტო სქემაში ?46 სამარშრუტო ხაზი არსებობს და ჯერ არ არის ამოღებული. აბრაზე იმიტომ დაიტანეს, რომ სქემა არ განგვიახლებია. რეალურად ეს მარშრუტი აღარ ფუნქციონირებს. არც მომავალში იგეგმება მისი აღდგენა, რადგან დამატებით კიდევ ერთი სვლა-გეზის დანიშვნა ქალაქში ისედაც გადატვირთულ მოძრაობას დიდ ზიანს მიაყენებს. ეს ხაზი საკუთარ ხარჯებსაც ვერ ფარავდა, არათუ მოგება შემოჰქონდა ბიუჯეტში,“ - აღნიშნა ვალერი კლდიაშვილმა.

№46 სამარშრუტო ტაქსის მოძრაობის სქემა ქუთაისის ცენტრიდან სხვა ხაზების იდენტური იყო, ამიტომ არ ჰყავდა მას მგზავრთა ის რაოდენობა, რომელიც საკუთარი ხარჯების დასაფარად ეყოფოდათ. რაც შეეხება №6 სამარშრუტო ხაზის ტრანსპორტში მგზავრთა გადაჭარბებულ რაოდენობას, ვალერი კლდიაშვილის კომენტარი ამგვარია: „ამჟამად მუშაობს №6 სამარშრუტო ხაზზე 4 მანქანა 15-წუთიანი ინტერვალით. რაც შეეხება გადატვირთულ ტრანსპორტს, ეს ხდება მხოლოდ პიკის საათებში, როცა ხალხი დილით მოდის ქუთაისში, ან საღამოს ბრუნდებიან შინ. ამ ხაზზე რომ დავნიშნოთ ავტობუსი, მას მეტი საწვავი სჭირდება და, ფაქტობრივად, ვერ იფუნქციონირებს. დღის სხვა მონაკვეთში, პიკის საათების გარდა, 6 ნომერში ასეთი მდგომარეობა არ არის.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1708
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია