დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თემურ შაშიაშვილი სერიოზული პოლიტიკური რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს
2013/08/05 18:06:19

 

ქვეყანას  20 წელზე მეტია პოლიტიკოსთა არაპროფესიონალიზმიპოპულიზმი და აგრესიული სოციალური დემაგოგია ანგრევს.  - განაცხადა თეთრების ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა პრაიმ-თაიმში  გამართულ პრესკონფერენციაზე.

 სამწუხაროა, რომ 200 წლიანი კრემლისადმი მორჩილება, 21-ე საუკუნეში თეთრი სახლისადმი მორჩილებით იცვლება. „საქართველოს არ აქვს მომავალი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან დიდი ურთიერთობების,  რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების გარეშე, მაგრამ ეს არ ნიშნავს უარი ვთქვათ ჩვენს დამოუკიდებლობაზე, მორჩილებაში ვიყოთ თეთრ სახლთან, ან კრემლთან“.

თემურ შაშიაშვილმა უკიდურესად უარყოფითად შეაფასა ქართველ პოლიტიკისთა შორის მიღებული პრაქტიკა საკუთარი პრობლემების აშშ ელჩთან განხილვისა და  მისთვის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის თხოვნა.

„20 წელზე მეტია ქვეყნის ხელისუფლებაში ჭარბობენ არაქართული ცნობიერების და ყოველგვარი უცხოურის გაფეტიშების მომხრე პოლიტიკოსები. ამის შედეგია პოლიტიკაში გამეფებული მონური ფსიქოლოგია...“ - აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

მისი აზრით, დღეს აუცილებელია  სერიოზული პოლიტიკური რეფორმა, რომლის  შედეგიც უნდა იყოს: ხელისუფლებისათვის მისი რეალური ფუნქციის დაბრუნება - ზრუნვა კონკურენტული გარემოს შექმნაზე და ადამიანის ბუნებითი უფლებების (სიცოცხლის, სიტყვის თავისუფლების, საკუთრების) დაცვა; ქვეყანა გარედან მართული ხელისუფლების გარეშე; უცხო ქვეყნების ჩაურევლობა ქვეყნის საშინაო საქმეებში; ქვეყნის ხელისუფლებაში სუფთა, მართალი და პროფესიონალი პოლიტიკოსების მოყვანა

შაშიაშვილის აზრით  პოლიტიკური რეფორის გასატარებლად აუცილებელია ორი პირობის შესრულება:  

პირველი- პარტიების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება  და მხოლოდ ამაზე დაყრდნობით შესაბამისი დაფინანსების სისტემის შექმნა; მეორე - პოლიტიკოსად აღიარების ნათელი სისტემის შექმნა და დამკვიდრება.

თემურ შაშიაშვილის აზრით, ერთიც და მეორეც უნდა მოხდეს მეცნიერთა, პროფესიონალ ექსპერტთა და პროფესიონალ პოლიტიკოსთა მიერ საზოგადოების ფართო წრეებთან თანამშრობლობით და ქვეყნის რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1954
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია