დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროცესი
მერაბიშვილის პროცესზე დაკითხული მოწმე „ნაციონალების“ კოორდინატორობის გამო თავს დამნაშავედ გრძნობს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/30 15:32:28

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სისხლის სამართლის საქმის  განხილვა მიმდინარეობს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს შექმნილ „სამუშაოს მაძიებელთა“ პროგრამასთან დაკავშირებით პროკურატურის წარმოდგენილ სულ 9 მოწმეს დაუსვამენ კითხვებს დღევანდელ პროცესზე. მოწმეების სახით ის პიროვნებები იკითხებიან, რომლებიც კოორდინატორებად მუშაობდნენ საპარლამენტო არჩევნებამდე.

 

აღნიშნულ პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ, ლერი ბოჭორიშვილმა, რომელიც ტყიბულის საკრებულოში მუშაობდა 2012 წლის არჩევნების პერიოდში, სასამართლოს განუცხადა, რომ მას საარჩევნო პროცესში ჩაბმის შემდეგ დაევალა 6 ადამიანის მოძებნა და „სამუშაოს მაძიებელთა პროგრამაში“ ჩართვა, სადაც ხელფასს 250 ლარამდე მისცემდნენ.

 

ბოჭორიშვილმა  განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ ამ ადამიანებს გაუწია რეკომენდაცია დასაქმებაში. ასევე თქვა, რომ ზეწოლის ქვეშ მუშაობდა 9 წლის განმავლობაში „ნაციონალების“ კოორდინატორად.

 

მოწმეებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ იმ 6 ადამიანთან დაიდო ხელშეკრულება, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უკან წაიღო სოციალური მომსახურების სამსახურმა ეს ხელშეკრულებები. მიზეზად განაცხადეს, რომ რაღაც კანონთან შეუთანხმებელი უზუსტობაა და ახალს გავაფორმებთო. მაგრამ ეს არ მომხდარა. იმ 6 ადამიანს, ძირითადად, აგიტაცია ევალებოდა, თუმცა მათ არავინ აკონტროლებდა მუშაობის დროს.

 

დღევანდელ პროცესს მხოლოდ კახეთის ყოფილი გუბერნატორი, ბრალდებული ზურაბ ჭიაბერაშვილი დაესწრო.

 

 

მერაბიშვილმა სასამართლოზე არდასწრების შესახებ განმარტება მოსამართლისადმი მიწერილ წერილში გააკეთა, რომელიც მის facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2666
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია