დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბორჯომელი ახალგაზრდები ევროინტეგრაციისათვის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2023/12/29 23:56:00

 

 

„სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრი SJCDC” ახალდაბის მედიაკაფე „ლუტრეზი“-სთან ერთად ოქტომბრიდან ახორციელებს პროექტს „ბორჯომელი ახალგაზრდები ევროინტეგრაციისთვის“. პროექტი ითვალისწინებს ბორჯომის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 20 ახალგაზრდისთვის საინფორმაციო შეხვედრების/ტრენინგების ჩატარებას ევროკავშირთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე. ხოლო დატრენინგებული ახალგაზრდები, როგორც თანატოლგანმანათლებლები, შემდეგ თავად წარადგენენ ევროკავშირზე მომზადებულ პრეზენტაციებს სხვადასხვა სკოლაში.


პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან: ახალდაბის, რველის, ყვიბისის, დვირის და ბორჯომის სკოლების უფროსკლასელები. მათ ახალდაბის მედიაკაფეში უკვე ჩაუტარდათ ოთხი ტრენინგი შემდეგ თემებზე:


·        ევროკავშირი და ნატო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, შექმნის ისტორია, გაფართოების ეტაპები;

·        ევროკავშირის ინსტიტუტები,  გადაწყვეტილების მიღების ეტაპები;

·        ასოცირების ხელშეკრულება და შესრულების ეტაპები, 12 პუნქტიანი გეგმა;

·        როგორ გავარჩიოთ  ყალბი და რეალური ამბები, მითები ევროკავშირზე და დეზინფორმაცია; კიბერუსაფრთხოება;

 

 

ტრენინგებს წარმართავდნენ მოწვეული ექსპერტები: თეონა ზურაბაშვილი, იოსებ ნანობაშვილი,ეკატერინე ქარდავა და ანდრო გოცირიძე. შეხვედრებზე განიხილეს ისეთი საინტერესო საკითხები, როგორიცაა, მაგალითად:

·        რა ხდის ევროკავშირს საერთაშორისო პოლიტიკური არქიტექტურის
უნიკალურ მოთამაშედ და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ადმინისტრირების უნიკალურ მოდელად;

·        რას ნიშნავს ევროკავშირის სუპრანაციონალური ბუნება ?

·        როგორ არის გადანაწილებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ევროპარლამენტის მანდატები;

·        გადაწყვეტილების მიღების რამდენი წესია ევროკავშირის საბჭოში და რას ნიშნავს თითოეული მათგანი: - კონსესუსი და ე.წ. ორმაგი დიდი უმრავლესობა.

·        კიბერდიპლომატია და საქართველოს კიბერსივრცეში არსებული გამოწვევები;

·        რუსეთის დესტრუქციული კიბერაქტივობები;

·        რას ითხოვს ასოცირების შეთანხმება;

·        ამჟამად, ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის დოკუმენტით საქართველოს შეფასება და სამომავლო რეკომენდაციები.

 

 

როგორც ახალგაზრდები აღნიშნავენ, მათთვის ეს შეხვედრები იყო ძალიან მნიშვნელოვანი წყარო, ევროკავშირის შესახებ რეალური ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაუმჯობესებლად.


აქვე აღვნიშნავთ, ჩვენი პროექტის მნიშვნელობა ერთიორად გაზარდა იმ ფაქტმა, რომ სწორედ ამ პერიოდში ჩვენ ყველანი მოწმენი გავხდით ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებით.

 

ნატო გუბელაძე

 

აქტივობა/ღონისძიება განხორციელდა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

 

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 247
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია