დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერთი ჭიქა წითელი ღვინო ერთსაათიან სპორტულ ვარჯიშს უდრის
2017/01/06 14:31:00

უახლესმა კვლევამ, რომელიც კანადის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ 1 ჭიქა წითელი მშრალი ღვინის მირთმევა დღის მანძილზე ისეთივე ეფექტს იძლევა, როგორც 1 საათიანი ვარჯიში სპორტულ დარბაზში. 

 

ამის მიზეზი კი ბუნებრივი ფიტოალექსინია, რომელიც წითელი ღვინის შემადგენლობაში შედის. ის ხელს უწყობს გულის უკეთ მუშაობას, ზრდის შრომისუნარიანობას, ამაგრებს კუნთებს, რაც საბოლოოდ, ორგანიზმზე ისე მოქმედებს, როგორც ფიზიკური ვარჯიში.


როგორც კვლევის ხელმძღვანელი, ჯეისონ დაიკი ამტკიცებს, ესაა საუკეთესო საშუალება ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვთ დრო სპორტ-დარბაზში სასიარულოდ.


ფიტოალექსინი ახშირებს გულის რითმს, რაც თავის მხრივ ამყარებს გულის კუნთებს, ის ასევეე არეგულირებს შაქრის შემცველობას ორგანიზმში და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. ასევე მეცნიერები ამბობენ, რომ დღეში 1 ჭიქა წითელი ღვინო ამცირებს გონებრივი ჩამორჩენისა და სიმსივნის განვითარების რისკებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4199
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია