დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
თიბისის მოსწავლის ბარათის მფლობელები ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2023/10/09 16:15:43

 

თიბისის და ქუთაისის მერიის ინიციატივით, ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის, მოსწავლეებმა მგზავრობისას თიბისის მოსწავლის Visa/Mastercard ფიზიკური ბარათი უნდა გამოიყენონ. მგზავრობის რაოდენობა შეზღუდული არ არის. სატრანსპორტო შეღავათი გავრცელდება თიბისის ქუთაისის ფილიალებში გაცემულ მოსწავლის ბარათებზე. ახალი მომხმარებლებისთვის, სატრანსპორტო შეღავათი ბარათის აღებიდან 2 სამუშაო დღეში გააქტიურდება.

 

ქუთაისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათი ვრცელდება ასევე თიბისის სტუდენტის  ბარათის მფლობელებისთვისაც. ქუთაისის უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების 33 ათასზე მეტ სტუდენტს ნახევარ ფასად შეუძლია მგზავრობა.

 

თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, შესაბამისად მათზე  მორგებული პროდუქტების, სერვისებისა და შეთავაზებების შექმნა ბანკისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1032
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია