დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2023/03/30 14:29:00

„ა­რა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრი“ ახალ­და­ბის მე­დი­ა­კა­ფე „ლუტ­რე­ზი“­-ში ამოქ­მედ­და.


პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს „სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი - CSMDI“, რო­მე­ლიც და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია  „სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის CSRDG”-ს მი­ერ, პრო­ექ­ტის  ფარ­გლებ­ში „სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა“, რომ­ლის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ხით სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრო­ექ­ტის დი­რექ­ტორ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ტო გუ­ბე­ლა­ძემ, თა­ვად­ვე წა­რუდ­გი­ნა.


ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ახალ­გაზ­რდე­ბი არა­მარ­ტო ახალ­და­ბი­დან, არა­მედ - ბორ­ჯო­მი­დან და ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი­დან.



ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ ასე­ვე: ბორ­ჯო­მის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი იზოლ­და ლო­მი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სამ­ცხეს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ბორ­ჯო­მის ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ სი­მო­ნიშ­ვი­ლი, ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და მედიასთან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი ნა­ტა კო­პა­ძე, მერიის კულ­ტუ­რი­ს განყოფილების ახალგაზრდებთან ურთიერთობის მთავარი სპე-ციალისტი ლა­ნა გიორგიძე, ქალ­თა ოთა­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნო­ნა ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი­,ა­ხალ­და­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ნა ლო­მი­ძე, ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ახალ­და­ბა­ში ავ­თან­დილ ცერ­ცვა­ძე.

 


რო­გორც სას­წავ­ლო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნა­ტო გუ­ბე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, პრო­ექ­ტი 9 თვი­ა­ნია და ამ ხნის მან­ძილ­ზე ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­ბა ახალ­და­ბა­სა და მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, ექვს სა­სერ­თი­ფი­კა­ტო კურსს და­ეს­წრონ, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. თი­თო­ე­ულ ჯგუფ­ში შე­ირ­ჩე­ვა 10-12  მო­ნა­წი­ლე  და სულ გა­დამ­ზად­დე­ბა 50-60-მდე ახალ­გაზ­რდა.

 

სა­სერ­თი­ფი­კა­ტო კურ­სე­ბის თე­მა­ტი­კა ასე­თი­ა:                                                                                

 სა­ბა­ზი­სო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი უნა­რე­ბის შეს­წავ­ლა;

 ლი­დე­რო­ბა/­პრე­ზენ­ტა­ცი­ის უნარ­-ჩვე­ვე­ბი/­გუნ­დის მარ­თვა;

პი­როვ­ნუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცია და კა­რი­ე­რუ­ლი და­გეგ­მვა;

ფონ­დე­ბის მო­ძი­ე­ბი­სა და პრო­ექ­ტის წე­რის მე­თო­დე­ბი;

ტუ­რის­ტუ­ლი გი­დის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სი: - ექ­სკურ­სი­ათ­მცოდ­ნე­ო­ბა და გი­დის ხე­ლოვ­ნე­ბა;

მულ­ტი­მე­დი­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა.

 


პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სწო­რედ იმ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რაც ამ ასა­კის ახალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლი­ა, სხვა­დას­ხვა მი­ზეზ­თა გა­მო. სას­წავ­ლო კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან და აით­ვი­სე­ბენ ისეთ  უნა­რებს, რაც გა­უ­ად­ვი­ლებთ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას, კა­რი­ე­რულ და­გეგ­მვას და და­საქ­მე­ბას.


სას­რტი­ფი­კა­ტო კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი შეგიძ­ლი­ათ, და­უ­კავ­შირ­დეთ სას­წავ­ლო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს, ნა­ტო გუ­ბე­ლა­ძეს:

მო­ბილ: 599107794;

ელ­ფოს­ტა:

csmdigeorgia@gmail.com

 

                                                                      

 ეს მა­სა­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის“ მხარ­და­ჭე­რით, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის “სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა: მდგრა­დი, ღია და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის” ფარ­გლებ­ში. მის ში­ნა­არ­სზე სრუ­ლად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია „სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის CSMDI“  და შე­საძ­ლო­ა, რომ იგი არ გა­მო­ხა­ტავ­დეს ევ­რო­კავ­ში­რი­სა და კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დის შე­ხე­დუ­ლე­ბებს.

პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს კონ­სორ­ცი­უ­მი კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დის (KAS) ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შემ­დეგ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად - სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი (CSRDG), ს მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი (CSI), კონ­სულ­ტა­ცი­ის და ტრე­ნინ­გის ცენ­ტრი (CTC), გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის და და­საქ­მე­ბის ცენ­ტრი (EDEC) და ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტი (IEP).

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 588
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია