დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება
2016/05/10 20:30:41

 დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს  განუცხადა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება. არჩევნების თარიღი უცვლელი რჩება - 8 ოქტომბერი. 


პრეზიდენტმა პრემიერთან, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარესთან გამართულ კონსულტაციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  გარკვეულ კონსენსუსამდე მივიდნენ. 



”შეხვედრაზე განხილულ იქნა რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში, ვისაუბრეთ საარჩევნო პროცედურების შესახებ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენ შეთანხმებული ვიყავით არჩევნების თარიღის თაობაზე და არჩევნების თარიღი არის უცვლელი - 8 ოქტომბერი.

 

რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღს, აქაც მივედით კონსენსუსამდე, გარკვეულწილად შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები და შევთანხმდით, რომ ჩემს მიერ გაგზავნილი გადაწყვეტილების კონტრასიგნაცია მოხდება 8 ივნისს, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კამპანია გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში”, - განაცხადა პრეზიდენტმა.  



შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა არჩევნების საკითხზე პირველად განკარგულება 5 აპრილს გამოსცა, 6 აპრილს კი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. მაშინ მთავრობის მეთაურმა სამართლებრივი აქტის ხელმოწერაზე უარი თქვა და განკარგულება შენიშვნებითურთ ქვეყნის პირველ პირს უკან დაუბრუნა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს თხოვნითაც მიმართა, რომ ახალი სამართლებრივი აქტი ივლისში გამოეცა, რათა ”ქვეყნის ბიუჯეტს 6-7 თვიანი საარჩევნო კამპანიის წარმოების ფუფუნება არ ჰქონდა”. პრემიერის აღნიშნულ პოზიციაზე საპასუხოდ, თავის მხრივ, პრეზიდენტმა ახალი განკარგულების გამოცემა მაისის დასაწყისში დააანონსა.



აღნიშნულის შემდეგ პოლიტიკური პარტიებიც და არასამთავრობო სექტორიც პრეზიდენტს არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემამდე მთავრობასთან კონსულტაციების ხელახლა გავლას ურჩევდნენ. 



კონსულტაციები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილსა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შორის დღეს გაიმართა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3359
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია