დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ომის ვეტერანი გმირთა მემორიალთან შიმშილობას იწყებს
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/03/18 11:52:49

საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენს გიორგი თევზაძეს ვეტერანმა გიორგი ხიზანიშვილმა თავისი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო შიმშილობის დაწყების თაობაზე წერილობით აცნობა.

 

გიორგი ხიზანიშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს: „იძლებული ვარ, მოგმართოთ როგორც ომის ვეტერანთა იმბუდსმენს მასზედ, რომ უკიდურესდ გართულებული მდგომარეობის (ჯანმრთელობის, სოციალური და უსამართლობა) გამო გამოვაცხადო შიმშილობა გმირთა მემორიალთან. გთხოვთ, გაგვიწიოთ შეძლებისდაგვარი დახმარება, მსურს მხოლოდ უმაღლეს მთავარსარდალთან, ანუ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა“.

 

გიორგი ხიზანიშვილთან დაკავშირებით გიორგი თევზაძე განმარტავს, რომ ხელისუფლების და, პირველ რიგში, შესაბამისი კომპეტენციის სახელმწიფო ორგანოების პირდაპირი მოვალეობაა იზრუნოს ვეტერანთა პრობლემებზე და მაქსიმალურად გაუწიონ სათანადო სოციალური დახმარება.

 

„დარწმუნებული ვართ, მეტი ძალისხმევის პირობებში აუცილებელი არ გახდებოდა გიორგი ხიზანიშვილის შიმშილობის დაწყება. სამწუხაროდ, დიდი ხანია, სწორედ აღნიშნულზე ვდავობთ და ვიბრძვით, რომ დღემდე ვეტერანთა პრობლემები სათანადოდ არ არის შესწავლილი და გადაწყვეტილი, მაშინ, როდესაც ქვეყანას ამის ადამიანური და მატერიალური რესურსი აქვს და სოციალური სამართლიანობის შემთხვევაში ვეტერანთა ამდენი პრობლემა არ იარსებებდა. მივმართავთ ხელისუფლებას, გიორგი ხიზანიშვილის და მეტ-ნაკლებად მსგავსი პრობლემების მქონე ბევრი ვეტერანის მდგომარეობა შეისწავლოს სიღრმისეულად და კომპეტენციის ფარგლებში გაუწიოს დახმარება. ამ მოვალეობის შეუსრულებლობამ, შესაძლებელია, პროცესების გართულება გამოიწვიოს. ვიმედოვნებთ, რომ დროულად მოხდება ხელისუფლების რეაგირება ამ და მსგავს შეთხვევებზე,“ – აღნიშნულია უფლებადამცველისა და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენის, გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2983
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია