დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქველმოქმედება
ახალციხელი მოსწავლის თხოვნა: „ჩემგან დიდი მადლობა გადაეცით ბატონ ანტონ ობოლაშვილს!...“
ავტორი: ნატო გუბელაძე
2022/12/04 22:48:36

 

მედიასახლ „პოსტსკრიპტუმი“-სა და წიგნის სახლ „ქიმერიონი“-ს წიგნიერების აქციის ტრადიციული საშემოდგომო კვირეულის ფინალური აკორდი ამჯერად ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში შედგა.

 

ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილი  მხარდაჭერით, თანამედროვე, მაღალპოლიგრაფიული გამომცემლობების წიგნები ახალციხის მუნიციპალიტეტის ოთხ სკოლას გადაეცა საჩუქრად.

 

1.   სსიპ ახალციხის მუნციპალიტეტის სოფ.საძელის სომხურენოვანი საჯარო სკოლა (სკოლის დირექტორი ხორენ ოგანესიანი); 

2.   სსიპ ახალციხის #6  საჯარო სკოლა (დირექტორის /ემსრულებელი ეკატერინე დალალიშვილი);

3.    სსიპ ახალციხის მუნციპალიტეტის სოფ.საყუნეთის საჯარო სკოლა (დირექტორის /ემსრულებელი სიმონ გელაშვილი);

4.    სსიპ ახალციხის #1 საჯარო სკოლა (დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური)

 

წიგნიერების აქციის ფარგლებში ახალციხის ოთხივე სკოლას მაჟორიტარის ახალციხის ბიუროს თანამშრომელთან, მზია თამარაშვილთან, ერთად ვესტუმრეთ, შევხვდით ხელმძღვანელობას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს და ბატონ ანტონ ობოლაშვილის საჩუქარი  გადავეცით. ამავე დროს, წიგნიერების აქციის მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ, რომ მიუხედავად კომპიუტერული ეპოქისა, წიგნს არ უნდა დავცილდეთ და მაჟორიტარი დეპუტატის საჩუქარიც სწორედ იმის დასტურია, რომ ის განსაკუთრებულად ზრუნავს ახალგაზრდების განათლებასა და წიგნიერების გაუმჯობესებაზე.

 

ყველა სკოლიდან მადლიერების დიდი განცდით დატვირთულები დავბრუნდით, თუმცა ორ განსაკუთრებულ მომენტს მაინც გამოვყოფ:

·       ახლციხის მე-6 საჯარო სკოლაში, როცა ბავშვებმა წიგნების დათვალიერება დაიწყესა და ხელიდან ხელში გადადიოდა მაჟორიტარისგან საჩუქრად გამოგზავნილი წიგნები, ერთ-ერთმა მოსწავლემ უცებ ამოგვხედა და გულწრფელად და ბავშვურად გვითხრა: ჩემგან დიდი მადლობა გადაეცით ბატონ ანტონ ობოლაშვილსო და უცებ სხვებმაც ერთხმად წამოიძახეს: ჩემგანაც... ჩემგანაც... ჩემგანაც!...

·       სოფელ საძელის სომხურენოვან სკოლაში ისეთი ემოციური მუხტი და ქართული ენის სიყვარული ვიგრძენით როგორც ხელმძღვანელობის და მასწავლებლების, ისე - ბავშვების მხრიდან, რომ ასეთი სკოლებისთვის ნამდვილად დიდი მოტივაციაა მაჟორიტარისაგან მიღებული საჩუქარი. ჩვენი სტუმრობის დროს მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა სახელდახელოდ თავიანთი განხორციელებული რამდენიმე პროექტის შესახებაც გვიამბეს და მცირე პრეზენტაციებიც მოგვიწყვეს ისეთ თემებზე, როგორიცაა, მაგალითად „ჩემი პირველი თარგმანი“ და წარმოგვიდგინეს სამგანზომილებიანი წიგნები ქართულ-სომხურ ენებზე. სამომავლოდაც დაგვპირდნენ, რომ წიგნიერების გაუმჯობესების კუთხით ბევრ საინტერესო ღონისძიებას გამართავენ. ასეთი დამოკიდებულება კი ზუსტი ინდიკატორია იმისა, რომ წიგნიერების ტრადიციული აქციები, რომელიც მესამე წელია, პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით ხორციელდება მის სამაჟრიტარო ოლქებში, ნამდვილად სასიცოცხლოდ აუცილებელია სკოლებისათვის.

 

 ნატო გუბელაძე

მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 703
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია