დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ხონელობა 2019“-ის დღესასწაულზე პრემიერმინისტრს საპატიო ხონელის ტიტული მიენიჭა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/05/06 01:55:00

 ხონის მუნიციპალიტეტმა „ხონელობა 2019“  აღნიშნა.   ცენტრალუტრ ბულვარში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურულ,  სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა.

 

წარმოდგენილი  იყო ადგილობრივი ნაწარმი, ტრადიციული იმერული სამზარეულო  და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწეასებულებების  მოსწავლეების ნამუშევრები. საღამო ჯგუფი „ფრანის“ სოლო კონერტით დასრულდა.

 

ხონელობის დღესასწაულს მოსახლეობასთან, ტურისტებთან და ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან ერთად, პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დელეგაციები დამეგობრებული ევროპული ქალაქებიდან, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

მშობლიურ ქალაქში, პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს  საპატიო ხონელის სტატუსი მიანიჭეს. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისთვის ხონში ჩამოსვლა ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა  დაკავშირებული. პრემიერის თქმით, ხონი  თავისი კულტურული  და ბუნებრივი პოტენციალით გამორჩეული რეგიონია და ის აუცილებლად გახდება  საქართველოს მნიშვნელოვანი ქალაქი.

 

ხონელობა, ყოველი წლის 6 მაისს, წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს იმართება. საზეიმო ღონისძიებაში ძირითადად ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებები და სოფლები მონაწილეობენ. 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 863
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია