დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს სომხეთის ვაზისა და ღვინის ფონდის დელეგაცია ეწვია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/11/04 14:27:50

ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელების გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნითსაქართველოს სომხეთის ვაზისა და ღვინის ფონდის დელეგაცია  ეწვია.

 

ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. 2021 წელს, პროგრამა რაჭა-ლეჩხუმისა და კახეთის რეგიონებში დასრულდა; ამ ეტაპზე, ქვემო ქართლის, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მიმდინარეობს. ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება  სომხეთშიც ხორციელდება.

 

ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ სტუმრებს საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამის ძირითადი მიღწევები და გამოწვევები გააცნო; შეხვედრაზე განხილული იყო ვენახების კადასტრთან დაკავშირებული საკანონმდებლო ასპექტები.

 

აღნიშნულ თემაზე კერძო სექტორის პოზიციის გასაცნობად, დელეგაციის წევრები კახეთის რეგიონში ღვინის მარნებს ესტუმრნენ.

 

ვენახების კადასტრი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. იგი უზრუნველყოფს რთველის პროცესის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე ყურძნისეული პროდუქტების ხარისხსა და მიკვლევადობას.

 

სომხური დელეგაციის ვიზიტი განხორციელდაკერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამის ხელშეწყობით, რომელიც  ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 108
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია