დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა „ჩაიდინა“ დღეს დილით პრეზიდენტმა მარგველაშვილმა
2015/07/02 12:20:12

ფეისბუკმომხმარებელი უჩა ხვედელიძე, დღეს დილით მომხდარი შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით აღნიშნული ფაქტი არაორდინალურია და ადამიანიც რომელიც ამ მოვლენის ერთ-ერთი გმირი იყო ქართველი პოლიტიკოსებისთვის არადამახასიათებლად მოიქცა:

 


"დილით სამსახურში რომ მივდიოდი, სასიამოვნო ფაქტს შევესწარი. შეიძლება ითქვას ქართველი პოლიტიკოსებისთვის არადამახასიათებელს და ამიტომ ქართველი ხალხისთვისაც მოულოდნელს და გასაკვირს. მოკლედ, ტაბიძის ხიდზე გადავდიოდი და მეორე მხარეს დავინახე, რომ საკმაოდ მოხუც ქალბატონს ფეხი დაუცდა და წაიქცა, ამ დროს მასთან ახლოს არავინ იყო, მეც შორს ვიყავი და იმ წამსვე წავედი მისკენ, სანამ ტაბიძის ხიდზე გადავიდოდი მოულოდნელად მოხუცის წინ გაჩერდა სწრაფად მომავალი ორი ტოიოტას ჯიპი და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გადმოხტა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, წამოაყენა ქალბატონი, დაელაპარაკა, შემდეგ ტაქსიში ჩასვა, ფული გადაუხადა და ძალიან სწრაფად დაბრუნდა მანქანაში. მე არა თუ ხიდზე გადასვლა, აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი..."

 

წყარო: http://newposts.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 17057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია