საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა პრობლემები შექმნა საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმებამ?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/02 11:54:09

სკოლამდელ დაწესებულებებში გადასახადის გაუქმება საბავშვო ბაღებში ბავშვთა ნაკადის გაზრდის ერთ-ერთი წინაპირობა იყო.


ქუთაისში მოქმედ 35 ბაღში 9400-მდე ბავშვია რეგისტრირებული. რამდენიმე ბაღში ჯგუფების დამატება საძინებლების ხარჯზე მოხდა, რის გამოც 4 წლიდან ზემოთ ბავშვები საბავშვო ბაღში დაძინებას ვერ ახერხებენ. ხშირია შემთხვევა ბავშვების სკამებზე ჩამოძინების, რაც მათ ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს და მშობლების უკმაყოფილების მიზეზი ხდება.


ქუთაისში მოქმედი ბაღების რაოდენობის სიმცირეზე  საუბრობს ქუთაისის ბაღების აიპი გაერთიანების ხელმძღვანელი მაია პაქსაძე. მისი განცხადებით, ქუთაისში სამი ბაღის დამატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


ქუთაისში 2007 წლამდე 47 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომელთა ნაწილში დევნილები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები არიან შესახლებული, ნაწილი კი ამ დრომე უფუნქციოდაა.

 

ბაღების მხრივ რთული მდგომარეობაა ავანგარდში, ავტოქარხანაში, გამსახურდიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასა და ჭომაში.


მოხდება თუ არა მომავალი წლიდან ბაღების რაოდენობის გაზრდა, ვრცელი მასალა იხილეთ გაზეთ "p.s."–ის დღევანდელ ნომერში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1892
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია