დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლეჩხუმში რთველი გრძელდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/10/28 11:15:52

ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ღვინის კომპანიებს ყურძენს შეფერხების გარეშე აბარებს.

 

27 ოქტომბრის მდგომარეობით, ღვინის კომპანიების მიერ მიღებულია 134 ტონამდე ყურძენი. წინასწარი პროგნოზით, მიმდინარე წელს, ცაგერის რაიონში 700 ტონამდე ყურძნის მოსავალს მიიღებენ.

 

ადგილობრივი მოსახლეობისგან ყურძენს, ამ ეტაპზე, ღვინის 12 საწარმო იბარებს. ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმღები პუნქტი 10 ლოკაციაზეა გახსნილი.

 

2022 წლის რთველი წარმატებით სრულდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყურძნის მოსავალი ფაქტობრივად დაბინავებულია. ამ ეტაპისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 246 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა. რთველი დასრულებულია რაჭის რეგიონშიც, სადაც 1570 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მოსავალია გადამუშავებული.

 

სახელმწიფოს დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას, შესრულებულია. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 156
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია