დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ირანული კინოკვირეული გაიმართება
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/10/20 14:49:54

ქუთისის საკრებულომ ირანის ისლამური სახელმწიფოს საელჩოს წამომადგენელს უმასპინძლა.

 

მრჩეველი კულტურის საკითხებში მოჯთაბა ქამრანფარდი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ნიკოლოზ ლატარიას და საკრებულოს წევრს ირმა პეტრიაშვილს შეხდვა.

 

შეხვედრაზე საუბარი ორი მხარის სამომავლო  თანამშრომლობას შეეხო, რაც ძირითადად კულტურული ხასიათის იქნება.

 

 მოჯთაბა ქამრაფარდი: „ვფიქრობ, ნაყოფიერი შეხვდრა იყო, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ფორმით გვესახება სამომავლო თანამშრომლობა, ირანში ბევრი ქართველი ცხოვრობს და მათთვის ისევე, როგორც თავად ირანელებისთვის მნიშვნელოვანია ქართულ კულტურასა და ტრადიციებთან სიახლოვე, ვფიქრობ ამისთვის ორივე მხარე მზად ვართ.“

 

ირმა პეტრიაშვილი, საკრებულოს წევრი: „ეს ურთიერთობები არ დაწყებულა დღეს, ამას საუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია თანამედროვე კულტურის გაცვლა. ფოტონამუშევრების გამოფენის პარალელურად, რომელიც ქუთაისში დღეს გახსნება, სამომავლოდ ასევე გაიმართება ირანული ფილმების კინოჩვენება. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ ირანში თანამედროვე ქართული კინემატოგრაფიის ნიმუშების ჩვენებას, რაც საშუალებას მისცემს იქ მცხობრებ ქართველებს  მონატრებულ ქართულ კულტურას ეზიარონ.“

 

ირანულ-ქართული ურთიერთობის ფარგლებში, დღეს, 16 საათზე, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ირანული ფოტონამუშევრების გამოფენა გაიმართება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2443
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია