დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვიაროთ ერთად!
ნიგერიელი სტუდენტი ქუთაისში მედიცინას ეუფლება და აქაური გარემო ძალიან მოსწონს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/12/05 21:04:02

 

ნიგერიელი სტუდენტი, დიმ დენის უჩეკუკვუ 6 წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს. დიმი 26 წლის, კათოლიკე ქრისტიანი ახალგაზრდაა, ის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეექვსე კურსის სტუდენტია. დიმი, სწავლის პარლელურად, ერთ–ერთ კლინიკაში პრაქტიკებს გადის და  ასევე, ინგლისური ენის  კერძო გაკვეთილებსაც ატარებს.


Psnews.ge დაინტერესდა,რამდენად კარგად ადაპტირდა ემიგრანტი სტუდენტი ქართულ გარემოსთან, რა სირთულეების ან პრობლემების დაძლევა მოუწია ამ ხნის მანძილზე. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გთავაზობთ ინტერვიუს დიმ დენის უჩეკუკვუსთან.


-დიმ, მოდით, თავიდან გვითხარით, რა მიზნით ჩამოხვედით  საქართველოში?

 საქართველოსი 6 წლის წინ, მედიცინის შესასწავლად ჩამოვედი.



-რას ფიქრობ, რამდენად უსაფრთხო ქვეყანაა საქართველო  ემიგრანტებისათვის?

საქართველო   ემიგრანტებისთვის უსაფრთხო ქვეყნად ითვლება, რადგან აქ ძალადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. შეგიძლია, ღამით ფეხით იარო და უსაფრთდ იგრძნო თავი.  


-კანის ფერის, რელიგიის ან სხვა ნიშნით შენი დისკრიმინაცია ხომ არ მოუხდენიათ?

 ერთი ასეთი შემთხვევა მქონდა:3 წლის წინ ბინას ვეძებდი და მხოლოდ იმიტომ არ მომაქირავა მეპატრონემ, რომ ნიგერიელი ვიყავი. მხოლოდ  ეს ერთი შემთხვევა მახსენდება.


-რამდენად მეგობრული გარემოა  ქუთაისში?

აქ, როგორც წესი, მეგობრული ატმოსფეროა. ძალიან კარგი ქართველი მეგობრები მყავს, რომლებიც მეხმარებიან პრობლემების გადაჭრაში.



- როგორ ფიქრობ, რამდენად ხელმისაწვდომია და მოხერხებულია საკანონმდებლო ბაზა ემიგრანტი სტუდენტებისთვის?

- საკანონმდებლო ბაზა ბოლომდე დახვეწილი არ არის.  მაგალითად, ბინადრობის უფლების მოპოვებას ძალიან დიდი დრო სჭირდება, რაც სტუდენტებს დისკომფორტს  გვიქმნის.


-რა არის უცხოელი სტუდენტების მთავარი პრობლემა საქართველოში ?

– ხშირად სტუდენტებს ბინადრობის უფლებას არ აძლევნ,მთავრი და ყველაზე დიდი პრობლემა ესაა.


-აქაური განათლების სისტემა გაკმაყოფილებთ?

-განათლების სისტემა მუდმივად იცვლება და იხვეწება, ამ ყველაფერს  დრო სჭირდება. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ.


-ჩვენი ტრადიციები და კულტურა თუ მოგწონთ?

  ქართული სამზარეულო, კულტურული ძეგლები  და  ცეკვა განსაკუთრებით  მომწონს.

 


-რა იცოდით საქართველოზე რამდენიმე წლის წინ და რას მოუყვებით მეგობრებს, როცა აქედან წახვალთ?

- ვიცოდი, რომ  საქართველოს ძალიან ლამაზი ლადშაფტი ჰქონდა და აქ სხვადასახვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა.  უკან რომ დავბრუნდები, ჩემს მეგობრებს ვურჩევ, მოინახულონ თქვენი სამშობლო.


- შენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს საქართველოში, უცხოელების ინტეგრაცია რომ გაუმჯობესდეს?

– პირველ რიგში, უნდა იზრუნონ ენობრივი ბარიერის დაძლევაზე, უნდა შეისწავლონ ქართული ენა.  უცხოელი  სტუდენტები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ სხვდასხვა სპორტულ და კულტურულ აქტივობებსა თუ  სემინარებში.


-ქართულ გარემოსთან ადაპტაცია რთული იყო?

 პირველი წელი ცოტა გამიჭირდა, რადგან ენა არ ვიცოდი. 


-როგორ გახსენდება საქართველოში გატარებული პირველი დღეები.

–თავიდან თბილისში ვცხოვრობდი. ცივი, თოვლიანი  ზამთარი იყო და სახლის მეპატრონემ გემრიელი ქართული კერძები და ცხელი ჩაი მომიმზადა. 


 -რა გეგმები გაქვს სამომავლოდ, უ უკავშირდება ეს ყველაფერი საქართველოს?

- ჩემი  მიზანია, ცნობილი და წარმატებული ნეიროქირურგი გავხდე. შემიძლია, ყველგან ვიცხოვრო, სადაც პროფესიულად განვვითარდები, ამიტომ არც  საქართველოში დარჩენას გამოვრიცხავ, სიტუაციაზე ვარ დამოკიდებული...

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2220
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია