დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპარლამენტო არჩევნები 2020
„ევროპული საქართველო“-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების პირობას დებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/09/12 20:18:23

 

„ევროპულმა საქართველომ“ ქუთაისის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ოთარ კახიძე წარუდგინა. ხოლო, მერობის კანდიდატად - ეკონომისტი და ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი, ამირან ძოწენიძე.

 

პარტიამ ასევე დაასახელა ახალი მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები. ევროპული საქართველოსმაჟორიტარობის კანდიდატი ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქში, გოჩა გურგუჩიანი იქნება. ხარაგაულის მერობის კანდიდატი ბესიკ ყრუაშვილი, ონის მერობის კანდიდატი - ჯონი გობეჯიშვილი,

 

შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა ასევე წარადგინესევროპული საქართველოსეკონომიკური პროგრამა, რომელიც მოიცავსხელშეკრულებას ხალხთანდავალდებულებათა ბარათს“.


ევროპული საქართველოგადასახადების შემცირების, ბიუროკრატიული ხარჯების 2 მლრდ ლარით შემცირების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების ხალხისთვის გადაცემის და სასამართლო და საპოლიციო რეფორმის შესრულების ვალდებულებას იღებს.

 

ნაკლები კეთილდღეობა, ქონება და ძალაუფლება მთავრობას, მეტი კეთილდღეობა, ძალაუფლება და ქონება ხალხს - ეს არის ჩვენი მიდგომა. გადასახადების შემცირება შექმნის სამუშაო ადგილებს, შემცირდება მთავრობის ბიუროკრატიული ხარჯი, სამაგიეროდ, გაორმაგდება პენსია და სოციალური დახმარებები. ჩვენ ამ ვალდებულებებს ვიღებთ და ვამბოთ, რომ ამ გარდამტრეხ ცვლილებებს იგრძნობს თითოეული ადამიანი“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ კახიძის თქმით, „ევროპული საქართველოსწევრებმა, ქუთაისს რამდენიმე წლის წინ უკვე მოუტანეს გარდამტეხი ცვლილებები პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით და აეროპორტის აშენებით.თუმცა,  ქართული ოცნებისხელისუფლებამ ქუთაისს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე ეკონომიკური კრიზისი მოუტანა, რის შეცვლასაც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება. ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა იმ კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრა, რის განხორციელებასაც აპირებსევროპული საქართველო“.

პარლამენტი სრულად გადმოვა ამ ქალაქში, ის გახდება საქართველოს პოლიტიკური ცენტრი. ქუთაისის აეროპორტი სრულფასოვნად ამუშავდება და წლის ბოლოს ქუთაისი მიიღებს მილიონზე მეტ ტურისტს. ასევე, აეროპორტს დაემატება სატვირთო ტერმინალი, რათა სრულად იყოს გამოყენებული ამ ქალაქის საექსპორტო პოტენციალი. ქუთაისი იქნება ქალაქი, რომელიც არ იქნება ჩაფლული ნეპოტიზმსა და კორუფციაში. ამ ქალაქს მიეცემა რეალური თვითმართველობა. ეს არის გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც მოიტანსევროპული საქართველოდა ამ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოზე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 826
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია