ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებით, მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს მაღალი ძაბვის ქვესადგურში "სამტრედია 1"
დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტრო ენერგიის მიწოდება დროებით
შეეზღუდება სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტებს.
110/35/6 კვ ქვესადგურის “სამტრედია 1” გამანაწილებელ მოწყობილობებში დაგეგმილი
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან
18:00 საათამდე შეუწყდება 15 ათასზე მეტ აბონენტს ქალაქ სამტრედიაში და
სოფლებში მარანი, ხუნჯულაური, კულაში, მიწაბოგირა, კვირიკე, ჩხენიში,
ნინუაკუთხე, ნაბაკევი, ღანირი, ჭაგანი, დიდი ჯიხაიში და სხვა.
დაგეგმილი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე დროებით
ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეუწყდება ქ. ხონს და ხონის მუნიციპალიტეტის
სოფლებს (დაახლოებით 12 ათასი აბონენტი).
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ
სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში.
უამინდობის შემთხვევაში სამუშაოები გადატანილი იქნება სხვა დღეს.