ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში რვა პაციენტიდან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კლინიკის მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე ამბობს, პაციენტი ერთ-ერთი საკარანტინო ზონიდანაა გადმოყვანილი.
“რვა პაციენტიდან შვიდი უარყოფითია და ერთი დადასტურებული. ეს არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სწავლობდა საფრანგეთში, პირდარ აეროპორტიდან გადაიყვანეს კარანტინში, შემდეგ დაეწყო სიპტომები, გამოიძახეს სასწრაფო და მოყვანილ იქნა ჩვენთან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,” – განაცხადა თემურ ნადირაძემ.
შეგახსენებთ, ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში სულ 150-დე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი მიიღეს. “CoVid-19” მხოლოდ ერთ პაციენტს დაუდასტურდა.