დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელმა „ტაქსისტებმა" გაზრდილი ჯარიმები საპატრულო პოლიციასთან გააპროტესტეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/19 16:54:48

ქუთაისში „მწვანე ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე ტაქსის მძღოლებმა, ჯარიმების გაზრდილი რაოდენობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოსთან გააპროტესტეს. მძღოლების განცხადებით, გაზაფხულზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოთვალის დამონტაჟების შემდეგ, მათ ჯარიმები ყოველდღიურად, ხშირად კი დღეში რამდენჯერმე მისდით.

„მოხუცი კაცი ვარ, ჩემს თავს ვირჩენ, არავის ვაწუხებ და სახელმწოფო მუშაობის საშუალებას რა მაძლევს, აქეთ მებრძვის, ჯარიმებით გვხდიან სულს. ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ ქალაქში ტაქსების პარკირებისთვის ადგილი არ არის, მერიამ ვერ მოახერხა ამის უზრუნველყოფა. ოცამდე ტაქსი ბაზრის უკან პატარა მონაკვეთზე ვდგავართ. კანონს არ ვარღვევთ, უბრალოდ  წუთით, რომ გავჩერდეთ და გამომსვლელ მანქანას დაველოდოთ სახლში ჯარიმები გვხვდება. მგზავრის ჩამოსმის მომენტშიც ჯარიმას გვიწერენ, მოძრაობის შეფერხების გამო, არადა ნახევარი წუთი არ გვჭირდება იმისთვის, რომ მგზავრი ავიყვანოთ. აღსანიშნავია, რომ ამ ბოლო დროს გახშირდა ჯარიმების რაოდენობა. ადრე ასე არ იყო. მთავრობა დაპირებით მოვიდა, რომ დაგვეხმარებოდა, მაგრამ უარეს მდგომარეობაში ჩაგვაგდო. სახელმწიფო ბიუჯეტს ჯარიმებით რომ შეავსებს, ეს სახელმწიფოა?“-აღნიშნა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა.

მძღოლები საპატრულო პოლიციასთან საჯარიმო ქვითრებით მივიდნენ და შეღავათების დაწესება მოითხოვეს.

„სახლში მისვლის გვეშინია, რადგან ჯარიმები გვხვდება, ჯარიმებში 100, 200, ზოგჯერ 900 ლარიც გადაგვიხდია თვის განმავლობაში. ერთი დღეც რომ გადავაცილოთ, 150 ლარი გვემატება საურავის სახით, ნივთებს ვალომბარდებთ და ისე ვიხდით ჯარიმებს. ეს ნორმალურია? აღარავის უნდა მუშაობა, მაგრამ წასასვლელი არსად გვაქვს, ჩვენს უკან ჩვენი ოჯახები დგანან,  ორი ლარიც ფულია ჩვენთვის და ჯარიმას როგორ გადავიხდით. ხომ იციან, რომ იქ ტაქსები ჩერდებიან, თან ისე, რომ საფრთხეს არავის უქმნიან. არ შეიძლება, რომ შეღავათი დაგვიწესონ და ყველაფერზე ჯარიმები არ დაწერონ? კარგი იქნება, თუ ქალაქში  ტაქსებისთვის რამდენიმე ადგილს გამოყოფენ, სადაც გაჩერება შეგვეძლება.“-აღნიშნეს მძღოლებმა.

საპატრულო პოლიციასთან შეკრებილთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე შეხვდა. მძღოლებმა დაპირება მიიღეს, რომ ქუთაისის მერიასთან ერთად, ქალაქში ტაქსებისთვის სპეციალური ადგილი გამოიყოფა, რითაც მძღოლები გახშირებულ ჯარიმებს აარიდებენ თავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3282
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია