დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის #21- ე ბაღის გამგეს თანამშრომლების დაშინებაში ადანაშაულებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/02 12:22:47

საარჩევნო ბლოკ „თვითმმართველობა ხალხს“-ის მერობის კანდიდატი ხათუნა მაჭავარიანი ბლოკის მისამართით განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, ქუთაისის #21-ე ბაგა-ბაღის გამგე სოფიო როინიშვილი ბაღის თანამშრომლებს თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო ბლოკთან თანამშრომლობას უკრძალავს და სამსახურიდან დათხოვნით ემუქრება.


„სამწუხაროა, რომ ასეთი  ფაქტები ხორციელდება ჩვენი ბლოკის მისამართით .ბაღის გამგე სოფიო  როინიშვილი ბაღის თანაშრომლებს ჩვენთან თანამშრომლობას უკრძალავს. ეს არის ჩვენი ბლოკის წინააღმდეგ განხორცილებული მიზანმიმართული კამპანია. საერთოდ არ ვიცი ვინ არის და რას წარმოადგენს სოფიო როინიშვილი, მაგრამ ვიცი, რომ „ოცნებას“ ლობირებს. ვერ ვიტყვი, რომ ეს დავალება ხელისუფლებიდან მოდის, შესაძლოა, ამას თვითნებურად ახორციელებს, რადგან ეშინია მის უბანზე ცოტა ხმების მიღების შემთხვევაში სამასახურიდან არ გაუშვან“-განაცხადა ხათუნა მაჭავარიანმა.


psnews.ge-შეეცადა მეორე მხარე ჩაეწერა, რისთვისაც ქალაქის 21-ე ბაღში დავრეკეთ და გამგეს ვესაუბრეთ.


სოფიო როინიშვილმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ ბაღის ძველი გამგე მარინა ზურაბიანი დადის და შესაძლოა, ის ხლართავს ინტრიგებს. ვინაიდან თავად არჩევნებთან არაფერი არ აკავშირებს და არც თანამშრომლებს უკრძალავს რომელიმე საარჩევნო სუბიექტთან თანამშრომლობას.

სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე წუთში რედაქციაში აღნიშნული ბაღიდან დარეკეს. ამჯერად ბაღის ერთ-ერთი თანამშრომელი  ლელა ცეცაძე დაგვიკავშირდა, იმის გასარკვევად თუ რა უფლებით დავრეკეთ ბაღში. ვინაიდან მოპასუხე მხარემ ჩვენი საქმიანობა მიკერძოებულად ჩათვალა და ტელეფონი გაგვითიშა ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:


-ვინ ხართ თქვენ? მე ვარ ყოფილი ჟურნალისტი, წლები ვმუშაობდი ამ სფეროში, პოლიტიკამ რომ დამღალა ამიტომ წამოვედი აქ. მითხარით რა გინდოდათ, რატომ რეკავთ გამგესთან და რატომ სდებთ ბრალს?


-ბრალს არავის არ ვდებთ, თუ ჟურნალისტი ხართ გეცოდინებათ, რომ მეორე მხარის ჩაწერა აუცილებელია

-მოიცათ ქალბატონო, არ გინდათ ახლა ეგეთი ტონით საუბარი. ვინ არის მეორე მხარე? ქალბატონი სოფიო გამგეა,  ხათუმა მაჭავარიანი კი ვინ არის საერთოდ არ ვიცი.

-საარჩევნო ბლოკ „თვითმმართველობა ხალხს“ მერობის კანდიდატი

-რა უფლება გაქვთ, რომ გვირეკავთ? მე ჟურნალისტი ვარ და ვიცი ჟურნალისტის მოვალეობა, თქვენი მოვალეობაა არა ბაღის გამგესთან დარეკვა, არამედ ბრიფინგი ფურცელზე გადაიტანაა. ხათუნა მაჭავარიანს გალერიის გვერდით აქვს ბანერი გამოკრული, (საუბრის დასაწყისში აღნიშნა, მაჭავარიანის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა)ხომ ამ ქალბატონზე ამბობთ? ერთმა ჩემმა თანამშრომელმა მკითხა ვინა რის „ოცნება“ თუ „ნაციონალიო“? მე ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი. ეს იყო და ეს, არავისთვის არაფერი არ აგვიკრძალავს. თქვენ ხართ მიკერძოებული ჟურნალისტები.


შეგახსენებთ, რომ ქუთაისის 21-ე ბაღში 95-ე საარჩევნო უბანია გახსნილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4312
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია