დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად...
სად გაატარებენ საკარანტინო პერიოდს ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/03/26 17:58:00

 

ლეგიტიმურია შეკითხვა, თუ სად გაატარებენ საკარანტინო პერიოდს  ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები? ამ საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

 

„ჩვენ დავიწყეთ მყისიერი რეაგირება და მივიღეთ გადაწყვეტილება სპეციალური ფართის დაქირავების შესახებ, სადაც ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები საკარანტინო პერიოდს გაატარებენ. აღნიშნული პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება უკვე მათი გადანაწილება სხვადასხვა დაწესებულებებში.“ - განაცხადა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ.


სააგენტოს დირექტორის თქმით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაცემულია დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიიო ორგანიზაციის მიერ. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე,  რომ ყველა სერვისი  მოერგოს იმ არსებულ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია.


„ჩვენ უნდა დავიცვათ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ვირუსის საფრთხისგან და ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ. როგორც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო, ვცდილობთ მოვიცვათ ყველა მოწყვლადი კატეგორია და მოვარგოთ სერვისები იმ არსებულ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ვინაიდან ვერ ვახერხებთ სერვისების მიწოდებას რეგულარულ რეჟიმში, ყველა სერვისზე, ყველა მოწყვლად ჯგუფთან მიმდინარეობს მუშაობა და ამ სერვისების მათზე და არსებულ მდგომარეობაზე ადაპტირება. აქედან გამომდინარე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება სწორედ მათ ინტერესებს აზიანებს.“ - განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.


 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 597
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია