დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლება ტურიზმში
ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრმა დაიწყო მსმენელთა მიღება დალილა ცატავას ინოვაციურ, გასტრონომიული ტურიზმის საავტორო კურსზე იმერეთში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/11/21 23:11:00

 

ტურიზმის რეგიონული  განვითარების ცენტრმა დაიწყო მსმენელთა მიღება დალილა ცატავას ინოვაციურ, გასტრონომიული ტურიზმის  საავტორო  კურსზე იმერეთში

 

თუ თქვენ ხართ დამწყები ან მოქმედი გიდი, ტუროპერატორი,მცირე საოჯახო სასტუმროს მფლობელი თუ კვების ობექტის მენეჯერი, ან, უბრალოდ, გაინტერესებთ, რომ აიმაღლოთ ცოდნა საქართველოს გასტრონომიული კულტურისა და გასტრონომიული ტურიზმის შესახებ, მაშინ ეს კურსი სწორედ თქვენთვისაა!

რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, ადგილები შეზღუდულია. იჩქარეთ და მოხვდით პირველ ჯგუში, 15 სტუდენტს შორის!

 

2019 წლის 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ქუთაისის ტურიზმის ცენტრში  ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრი გიწვევთ მოკლე სასერთიფიკატო კურსზე „გასტრონომიული ტურიზმი/გასტრონომიული გიდი“.  გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან: ()იპიმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ და მედიასახლი P.S.(„პოსტსკრიპტუმი”)

 

ტრენინგს წაუძღვება პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის კათედრის კვლევის ცენტრის ლექტორი და საბჭოს წევრი, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის(GIPA) ბიზნესის სკოლის ლექტორი, ქალბატონი დალილა ცატავა.

მასთან ერთად, ღვინისა და გასტრონომიულ წყვილებზე, ღვინოზე, როგორც გასტრონომიული ტურიზმის პროდუქტზე, ისაუბრებს სომელიე ჟურნალისტი, სომელიეთა ასოციაციის წევრი, თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებული, მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ნატო გუბელაძე.

კურსი თეორიასთან ერთად, პრაქტიკულ მასტერკლასებზეა დაფუძნებული. ის გაიმართება მიმდინარე წლის 29-30 ნოემბერს (პარასკევი - შაბათი,) და პირველ დეკემბერს (კვირა - პრაქტიკული გასტროტური), დღეში 5 საათი (დილის 10 საათიდან საღამოს 17 საათამდე).

თეორიული სწავლება ჩატარდება ქუთაისის ტურიზმის ცენტრში, შემდეგ მისამართზე: რუსთაველის გამზირი # 9, ხოლო პრაქტიკული მასტერკლასები გაიმართება საზანოს ღვინის მარანში - „ყველისა და ღვინის დეგუსტაცია“ და გელათში, გასტროტური „აგროგესთჰაუზში“, მაია კეზევაძის მასპინძლობით.

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ:

·       გასტრონომიის, ტურიზმის და კულინარიის სფეროთი დაინტერესებული ადამიანები;

·       კერძო თუ არასამთავრობო სექტორში ტურიზმის მიმართულებით დასაქმებულები;

·       გიდები, ტუროპერატორები, მცირე საოჯახო სასტუმროები, მარნები, კვების ობიექტების მენეჯერები, ტურიზმის და კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები;

ტრენინგის მიზანია:

·       მონაწილეებს გაუღრმავოს ცოდნა საქართველოს გასტრონომიული კულტურის და გასტრონომიული ტურიზმის შესახებ.

·       მიაწოდოს ინფორმაცია, როგორ არის შესაძლებელი საქართველოში გასტრონომიული ტურის დაგეგმვა და განხორციელება.

·       ქართული სამზარეულოს კულინარიული ტრადიციების, მრავალფეროვნების და რეგიონალური თავისებურებების ცოდნა და გასტრონომიული მარშრუტის ერთ-ერთ საიმიჯო რესურსად რეგიონალური სამზარეულოს გამოყენება;

 

 

კურსის სასწავლო მოდულებია:

1.      რატომ გახდა   დღეისათვის კვების კულტურისა და კულინარიის თემა ასეთი აქტუალური? 

2.      ცნებების განმარტება - გასტრონომიული კულტურა.“ გასტრონომიული ტურიზმი გლობალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი და ქვეყნის იმიჯი, კულინა, ტრაპეზი.

3.      კვების სახეობები მსოფლიოში. ვეგეტარიანელობა, ვეგანობა, სლოუ ფუდი და ფასტ ფუდი;

4.      ქართული გასტრონომიული კულტურა სრულიად უნიკალური ფენომენი.

·       რეგიონების სამზარეულო

·       ქართული სუფრა და რიტუალური დანიშნულების კერძები. ლხინის და ჭირის სუფრა, თამადის ინსტიტუტი და მერიქიფე.

·       საკვები, როგორც მედიატორი რიტუალებში. პური, როგორც სარიტუალო პროდუქტი სხვადასხვა კულტურებში და ქართული პურის ფენომენი.

·       გულსართიანების კულტურა ქართულ გასტრონომიაში;

5.      გასტრონომიული კულტურის კონკრეტულ რეგიონებზე მიბმის სპეციფიკა;

6.      გასტრონომიული სუვენირების ბაზრის განვითარება;

7.      გასტრონომიული ტურიზმი და გასტრონომიული ტურისტი; ვინ არის გასტრონომიული, ფუდ ტურისტი;

8.      რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დაიხვეწოს და პოპულარული გახდეს გასტრონომიული ტურიზმი;

9.      გასტრონომიული ტურიზმის  სახეები;

10.  ყველის ტურიზმი;

11.  ღვინისა და გასტრონომიის შეხამება; კერძთან ღვინის შერჩევის ზოგადი რეკომენდაციები.

12.  ღვინო და ყველი;

13.  ღვინო, როგორც გასტრონომიული ტურიზმის წამყვანი პროდუქტი.

14.  საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალი;

 

კურსის ღირებულებაა - 270 (ორასსამოცდაათი) ლარი

რეგისტრაციისთვის საკმარისია თავდაპირველად, თანხის მესამედის ჩარიცხვა (90ლარი), ხოლო თანხის სრულად დაფარვა უნდა მოხდეს 2019 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით.

ღირებულებაში შედის: კურსის თეორიული მასალების „გაიდლაინები“, ორენოვანი სერთიფიკატი, ტრენინგის პერიოდში „კოფებრეიკი“-თა და ლანჩით უზრუნველყოფა, პრაქტიკულ მასტერკლასზე ტრანსპორტირება.

თანხა უნდა ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს ბანკი; კოდი BAGAGE22

ანგარიშის ნომერი: GE07BG0000000785548200

მიმღები: შპს „ქიმერიონი“

ს/კ 412696042

დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ:  ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრის ტრენინგზე რეგისტრაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე:

599 107794 (ნატო გუბელაძე)

ელფოსტა: nato2727@gmail.com

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8313
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია