დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა ფოტოკონკურსს აცხადებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/25 17:43:25

დავინახოთ ბიბლიოთეკისა და წიგნის სამყარო! ავსახოთ ემოციები! შევძინოთ ჩვეულ გარემოს მეტი ფერები! –ამ დევიზით ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის #13 საქალაქო ბიბლიოთეკა პროექტის: ,,2014 წელი - წიგნიერების წელიფარგლებში აცხადებს ფოტოკონკურსს სახელწოდებით: ,,წიგნი ობიექტივიდან“.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წიგნის მოყვარულებსა და ბიბლიოთეკარებს. კონკურსის პირობები: 1.ფოტოების თემა უნდა ეხებოდეს წიგნს, ბიბლიოთეკას, მკითხველს. 2.ფოტოს საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს გამომგზავნელს. სურათის გამარჯვების შემთხვევაში, ფოტოზე იმავე უფლებას იტოვებს ბიბლიოთეკა. 3.ჟიურის ეძლევა უფლება, რომ შეზღუდვების გარეშე გამოიყენოს ფოტოსურათი. 4.კომპიუტერული პროგრამებით დამუშავებული ფოტოები კონკურსისათვის არ მიიღება. დასაშვებია მხოლოდ მინიმალური ჩარევა, კადრირება. 5.კონკურსის მონაწილე ვალდებულია, რომ ფოტოები წარმოადგინოს დაბეჭდილი სახით (10/15-ზე). 6.ფოტოები ავტორს არ დაუბრუნდება. 7.კონკურსისათვის ფოტოების მისაღები მაქსიმალური რაოდენობაა სამი ცალი (ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ 3 სურათის გამოგზავნა). სამზე მეტი ფოტოს გამოგზავნის შემთხვევაში, ავტორის პორტფოლიო ავტომატურად იქნება დაწუნებული, ფოტოების ხარისხის მიუხედავად. ამიტომ, გთხოვთ, შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო სამი კადრი. გამარჯვებულები, რომლებსაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, დასაჩუქრდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.


 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა  ფოტონამუშევრები ბეჭდური და ელექტრონული სახით 2014 წლის 10 მაისამდე უნდა გააგზავნონ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2825
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია