დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
„სარესტორნო მომსახურების სტანდარტები სტუმარ - მასპინძლობის ბიზნესში“- "ბიოლი ჰოლის“ მენეჯერი, ნანა ადამაშვილი ქუთაისში ორდღიან ტრენინგს გამართავს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/02/13 14:39:41

 

იმერეთის სასტუმროების, რესტორნებისა თუ ჰორეკას სექტორის მომსახურე პერსონალისთვის ქუთაისში ორდღიანი ტრენინგი „სარესტორნო მომსახურების სტანდარტები სტუმარ - მასპინძლობის ბიზნესში“გაიმართება   

 

ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრი - RTDC  კვლავ აგრძელებს  სასერთიფიკატო  სასწავლო კურსებს ტურიზმის სფეროში ჩართული ადამიანებისთვის.

2020 წლის 14-15 მარტს გიწვევთ ორდღიან ტრენინგზე  „სარესტორნო მომსახურების სტანდარტები სტუმარ - მასპინძლობის ბიზნესში“.                                                               

გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან:

ა (ა)იპ „იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია“, ტურისტული კომპანია “Lutrezi Travel” და მედიასახლი P.S.


ტრენინგი გაიმართება ქუთაისში, სასტუმრო „ბესტ ვესტერნში“, თეთრ ხიდთან, შემდეგ მისამართზე: ი. გრიშაშვილის ქ #11.  


ტრენინგს წარმართავს მოწვეული ექსპერტი, „სამედიცინო ველნეს კურორტი  ბიოლი ჰოლის“  მენეჯერი, ნანა ადამაშვილი.

ნანა ადამაშვილი 2004 -2017 წლებში მუშაობდა სასტუმრო თბილისი მარიოტი & ქორთიარდ მარიოტში ჯერ  სომელიედ, ხოლო შემდეგ - კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ზედამხედველად.  ამავე დროს იყო მიწვეული ლექტორი   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტზე, საგანში - „საკვებისა და სასმელის მენეჯემტი“.

 

ტრენინგის ძირითადი თემატიკა ასეთია:

·     რესტორნის მომსახურე პერსონალის სტრუქტურა და მათი მოვალეობები

·     თანამშრომლის ცნობიერება

·     სტუმრებზე ზრუნვა & L.E.A.R.N პრინციპი

·     გარეგნული იერსახის სტანდარტები

·     ქცევის ნორმები

·     სამი ძირითადი საფეხური სტუმრის ბრწყინვალე მომსახურებისთვის

·     მენიუ და მისი ტიპები (კერძების შეთავაზების თანმიმდევრობა)

·     კერძების სახესხვაობები და მათი მიწოდების თავისებურებანი

·     მომსახურების სახეები და სერვისების ტიპები

·     სარესტორნო ინვენტარის დანიშნულება და მათი გამოყენება, ხელსახოცების დაკეცვის ტექნიკა

·     შეკვეთის აღება & Pivot Point (საყრდენი წერტილი)

·     ალერგიული სტუმრები

·     მომსახურება მაგიდასთან და ზოგადი მომსახურების წესები

·     განლაგება მაგიდაზე

·     კერძებისა და მისთვის საჭირო ინვენტარის დამატება ან აღება მაგიდიდან

·     ჭურჭლის ტარება & ლანგრით მომსახურება

·     მიმტანის სამუშაო ადგილის მომზადება (მიზან პლასი)

·     რა უნდა ვიცოდეთ სასმელების შესახებ (აპერიტივი, დიჯესტივი, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელები)

·     ღვინის ეტიკეტის წაკითხვა

·     ღვინის კატეგორიები

·     ღვინო და კერძები

·     ღვინით მომსახურების სტანდარტები

·     ღვინის და სხვა სასმელებისთვის საჭირო ინვენტარი და მათი დანიშნულება

 

ორდღიანი სასწავლო კურსის ღირებულებაა  290 ლარი.

რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ, გადაიხადოთ თანხის ნაწილი, 100 ლარი, ხოლო მეორე ნაწილი, 190 ლარი, უნდა დაფაროთ 12 მარტამდე.

 

ფასდაკლება:

იმ კომპანიებისათვის, რომლებიც სასწავლო კურსზე 2 ან მეტ თანამშრომელს გამოაგზავნიან, განხორციელდება ფასდაკლება და ერთი პერსონის სასწავლო კურსის ღირებულება იქნება  250 ლარი.

 

თანხა უნდა ჩარიცხოთ  შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს ბანკი, კოდი BAGAGE22 

მიმღები: შპს „ქიმერიონი“ ( ს/კ 412696042)

ანგარიშის ნომერი:  GE07BG0000000785548200

დანიშნულებაში მიუთითეთ - სარესტორნო მომსახურების ტრენინგის ღირებულება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3263
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია