დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/03/04 20:26:00

მას შემდეგ, რაც რუსებმა თავდასხმა განახორციელეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდა.

 

„რუსო ხალხო, მინდა მოგმართოთ. 1986 წელს ჩვენ ერთად ვიბრძოდით ჩერნობილის კატასტროფის შედეგებთან. უნდა გახსოვდეთ მსხვერპლი და თუ არ დაგვიწყებიათ, მაშინ ნუ გაჩუმდებით. თქვენ უნდა უთხრათ თქვენს ხელისუფლებას, გამოხვიდეთ ქუჩაში და თქვათ, რომ გსურთ ცხოვრება დედამიწაზე რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე. რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი“, – განაცხადა ზელენსკიმ.


ზელენსკიმ უკრაინელებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი გადაურჩენ ღამეს, რომელსაც შეეძლო უკრაინისა და ევროპის ისტორია შეეჩერებინა.


„უკრაინელებო, ჩვენ გადავურჩით ღამეს, რომელსაც შეეძლო უკრაინისა და ევროპის ისტორია შეეჩერებინა. რუსეთის ჯარი თავს დაესხა ევროპაში ყველაზე დიდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. მხოლოდ ეს სადგური უდრის ექვს ჩერნობილს. რუსმა ტანკისტებმა იცოდნენ, რას ბომბავდნენ. ეს არის უპრეცედენტო დონის ტერორი. უკრაინაში 15 ბირთვული ბლოკია და როგორც ჩანს, რუს სამხედროებს ჩერნობილის გლობალური ტრაგედია აღარ ახსოვთ,”- განაცხადა ზელენსკიმ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 473
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია