დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხარაგაულის კულტურის ქომაგს უკან არ აბრუნებენ
2010/04/06 12:54:49

ხარა­გა­ულ­ში გამ­გებელს - თორ­ნი­კე ავა­ლიშ­ვილ­სა და კულ­ტუ­რის სამ­სახურის ყოფილ უფ­როსს იზა ვეფხვა­ძეს შო­რის არ­სებულ­მა და­პი­რის­პი­რებამ, რო­მელ­საც ჩვე­ნი გა­ზე­თი „P.S.“ ვრცე­ლი წე­რი­ლით „და­პი­რის­პი­რება ხარა­გა­ულ­ში“ (23-29 ნო­ემბერი, 2009წ.) გა­მოეხმა­­რა, ამჟამად სა­სა­მარ­თლოს კედ­ლებში გა­და­­ნაც­ვლა. პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის დო­ნე­ზე განხილ­ვის შემ­დეგ, ვეფხვა­ძე-ავა­ლიშ­ვი­ლის და­პი­რის­პი­რების საქ­მე ქუ­თა­­სის სა­­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გაგ­რძელ­და.

 

 

მრა­ვალ­რიცხოვა­ნი მხარ­დამ­ჭე­რების მიუხედა­ვად, ქუ­თა­ი­სის სა­სა­მარ­თლო­ში ქალბატო­ნი იზა მარ­ტო გა­მოცხად­და. თუმ­ცა ამას წინ უძ­ღო­და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცნობილ მოღ­ვა­წე­თა მი­ერ ქვეყნის პრე­ზი­დენ­ტი­სა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მი­სა­მარ­თით დაგ­ზავ­ნი­ლი მხარ­და­სა­ჭე­რი წე­რი­ლები, რომ­ლებშიც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლები - გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, ოტია იო­სე­ლი­ა­ნი, რე­ზო ჭე­იშ­ვი­ლი, გი­გა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, მა­რი­კა კვა­ლი­აშ­ვი­ლი, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე, ფრი­დონ სუ­ლაბერი­ძე, ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი, თუ სხვა­ნი და სხვა­ნი ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად აღ­ნიშ­ნავ­დნენ იზა ვეფხვა­ძის ღვაწლს და დამ­სახურებას რა­ი­ო­ნის კულ­ტუ­რულ ცხოვ­რებაში.

იზა ვეფხვა­ძის სამ­სახური­დან გა­თა­ვი­სუფ­ლებას გულ­გრი­ლი არ და­უ­ტო­ვებია ხარა­გა­უ­ლის ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებიც, რომ­ლებიც ხან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ციებით, ხანაც იმე­რე­თის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებთან უშე­დე­გო ვი­ზი­ტებით ცდი­ლობდნენ მა­თი რჩე­უ­ლის დახმა­რებას. სა­მარ­თლი­ა­ნობა მო­ითხოვს აღი­ნიშ­ნოს, რომ 1989 წლი­დან ბოლო დრომ­დე ეს ქალბატო­ნი სა­თა­ვე­ში ედ­გა რა­ი­ო­ნის კულ­ტუ­რულ ცხოვ­რებას, ის არის მრა­ვა­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძიების წა­მომწყები და სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი, არა­ერ­თი წიგ­ნის ავ­ტო­რი და ღირ­სების ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რიც.

ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს ხარა­გა­უ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლობამ - „მა­გის­ტრატ­მა სა­სა­მარ­თლომ“ ვეფხვა­ძე-ავა­ლიშ­ვი­ლის და­პი­რის­პი­რების საქ­მე 2010 წლის იან­ვარ­ში გა­ნიხილა. მო­სარ­ჩე­ლე მხარე - ვეფხვა­ძე, გამ­გებლის - ავა­ლიშ­ვი­ლის ბრძა­ნების გა­უქ­მებასა და სამ­სახურ­ში მის აღ­დგე­ნას ითხოვ­და. სა­სა­მარ­თლომ ვეფხვა­ძის მოთხოვ­ნა არ და­აკ­მაყოფი­ლა, რად­გან მი­იჩ­ნია, რომ გამ­გებლის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი ბრძა­ნება კა­ნონ­თან შე­უ­საბამობაში არ მო­დის.

სა­სა­მარ­თლომ და­დას­ტუ­რებულად მი­იჩ­ნია ის გა­რე­მოება, რომ იზა ვეფხვა­ძე 2007 წლი­დან მუ­შაობდა ხარა­გა­უ­ლის კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლების, სპორ­ტის, ძეგ­ლთა დაც­ვი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სამ­სახურის უფ­რო­სად. ის წარ­მო­ად­გენ­და საჯარო მოხელეს და სამ­სახური­დან მი­სი გა­თა­ვი­სუფ­ლების უფ­ლებამო­სი­ლება ხარა­გა­უ­ლის გამ­გებელს, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნებული წე­სით, ნამ­დვი­ლად ჰქონ­და. ვეფხვა­ძის სამ­სახური­დან გა­თა­ვი­სუფ­ლებას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ე.წ. „დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი  გა­დაც­დო­მა“ - ეს „გა­დაც­დო­მა“ კი, რო­გორც ვეფხვა­ძე და მი­სი მხარ­დამ­ჭე­რები ირ­წმუ­ნებიან, მხოლოდ ფურ­ცლებზე არ­სებობს, სი­ნამ­დვი­ლე­ში და­პი­რის­პი­რება პი­რა­დუ­ლი ხასი­ა­თი­საა. ის უკავ­შირ­დება ხარა­გა­ულ­ში კულ­ტუ­რის ერ­თა­დერ­თი ცენ­ტრის - კი­ნო­თე­ატ­რის გასხვი­სების ის­ტო­რი­ას. შე­ნობა ს/ს „ქარ­თუ­ლი ფილ­მის“ სა­კუთ­რებაა და ის მის გაყიდ­ვას გეგ­მავ­და. ვეფხვა­ძე მი­იჩ­ნევ­და, რომ შე­ნობა რა­ი­ო­ნის გამ­გეობას უნ­და შე­ე­ძი­ნა, რე­ა­ლუ­რად კი მის შე­ძე­ნას გამ­გებლის ნა­თე­სა­ვი - მა­მის ბიძაშ­ვი­ლი აპი­რებდა. ვეფხვა­ძემ თა­ვის ქმე­დებით შე­ნობის გაყიდ­ვას ხელი შე­უ­შა­ლა - ეს არის მი­სი რე­ა­ლუ­რი „გა­დაც­დო­მა“. თუმ­ცა სა­სა­მარ­თლოს დარბაზ­ში ეს არ გა­ნუხილავთ, რად­გან განხილ­ვის სა­განს ეს სა­კითხი არ წარ­მო­ად­გენ­და.

ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოც საქ­მის ხელახალი განხილ­ვი­სას იმა­ვე დას­კვნამ­დე მი­ვი­და. მან უა­რი გა­ნაცხადა ზეს­ტა­ფო­ნის სა­სა­მართ­ლოს გა­დაწყვე­ტი­ლების გა­უქ­მებაზე, რად­გა­ნაც მი­იჩ­ნია, რომ ვეფხვა­ძის სამ­სახური­დან გა­თა­ვი­სუფ­ლების საქ­მე­ში კა­ნონ­თან შე­უ­საბამობას ად­გი­ლი არ აქვს. რაც შეეხება ამ საქ­მის მო­რა­ლურ მხარეს, ეს სა­ზო­გა­დოებისა და ხელი­სუფ­ლების წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გა­სარ­კვე­ვია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1685
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია