დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ბიუჯეტიდან თანხები ქალაქის ბალანსზე არარსებულ შენობებზე იხარჯება?
2013/06/29 17:23:21

„მივმართავთ ქალაქის მერს, შეიმუშაოს დასაბუთებული წერილი ეკონომიკის სამინისტროს სახელზე, რომ სამინისტრომ ქუთაისში არსებული  ყოფილი სასწრაფოს შენობა, რომელიც სწორედ ამ სამინისტროს ბალანსზე ირიცხება, ქუთაისს გადმოსცეს,“- განაცხადეს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პარტიის წევრები სასწრაფოს ყოფილი შენობის ქალაქისათვის გადასაცემად ხელმოწერების შეგროვების დაწყებას გეგმავენ.
„შენობა, რომლიდანაც სასწრაფო დახმარების სამსახური დაახლოებით ერთი წლის წინ გამოუშვეს, სასწრაფოსთვის გარემონტდა. აღსანიშნავია, რომ სასწრაფოს ყოფილი შენობა ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებას წარმოადგენს და გაუგებარია, ქალაქის ბიუჯეტიდან, რატომ დაიხარჯა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იმ შენობის რემონტისათვის, რომელიც ქალაქის ქონებას არ წარმოადგენს.
სავარაუდოდ, შენობის გარემონტება კორუფციული გარიგებით მოხდა და ვიღაცამ ამით ისარგებლა.  მიგვაჩნია, რომ ამ ფაქტით გამოძიება უნდა დაინტერესდეს,“-აღნიშნა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1942
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია