საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსი ივნისში გაიმართება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/05/24 10:13:06

ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსი 21 და 22 ივნისს გაიმართება. კონკურსი ასოციაცია  „ქართული ღვინო“-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით,  საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. 

 

ნიმუშების წარდგენა 14 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

 

კონკურსის მიზანს, მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელშეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.

 

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების ინტერესი ქვევრში ღვინის დაყენების მიმართ, 2018 წელს კონკურსზე, პირველ კონკურსთან შედარებით 25%-ით მეტი ღვინის ნიმუში გაისინჯა და შეფასდა.

 

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNEშჩO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. 

 

კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ოფიციალურ ვებ (www.gwa.ge) და  Facebook-გვერდზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 218
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია