დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღვინო და კინო
ქართულმა ფილმმა "ღვინის ნულოვანი მერიდიანი" ჰოლივუდში 5 ნომინაციაში გაიმარჯვა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/28 12:30:59

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებულმა ფილმმაღვინის ნულოვანი მერიდიანი“ (Prime Meridian of Wine) ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (HOLLYWOOD INTERNATIONAL INDEPENDENT DOCUMENTARY AWARDS) 5 ნომინაციაში გაიმარჯვა.


ნომინაციაში საუკეთესო პროდიუსერი- პრიზი შალვა ხეცურიანმა აიღო

ნომინაციაში საუკეთესო სცენარის ავტორი - თამარ ბართაიამ

ნომინაციაში საუკეთესო რეჟისორი- ნანა ჯორჯაძემ

ნომინაციაში საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი- მიხეილ კვირიკაძემ

ნომინაციაში როლის საუკეთესო შემსრულებელი - რევაზ ხეცურიანმა


ფილმს უკვე რამოდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული: ესპანეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალზე MOST 2016 წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული მოიპოვა; საფრანგეთში გამართულ OENOVIDEO - ღვინის კინოფესტივალზე, მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი როგორც წლის საუკეთესო ენოლოგიური ფილმი. ფილმის ჩვენება ასევე გაიმართა ეინდჰოვების კინოფესტივალზე DOCfeed.

 

 

ფილმი დაფინანსებულია "მარანი ხეცურიანი"-ის მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.

 

მედიასახლი "პოსტსკრიპტუმი" ულოცავს ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ დიდ გამარჯვებას და კვლავ წარმატებებს უსურვებს.


იხილეთ ფილმის თრეილერი

 

 

ფილმის პროდიუსერი, სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი და "მარანი ხეცურიანის დამფუძნებელი ფილმის წარმატების შესახებ უფრო დეტალურად საუბრობ რუსთავი2-ის დილის გადაცემაში, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ამ ასოციაციის ფეისბუქგვერდზე, ამ ლინკზე https://www.facebook.com/sommelier.ge/?ref=ts&fref=ts

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9393
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია