დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა
2019/05/03 22:58:00

 

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი, გივი მოდებაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების -  პერევისას, სკინდორის, წინსოფელის, ჭილოვანის, კალაურისა და შუქრუთის მოსახლეობას შეხვდა.


მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას დეტალურად გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. გივი მოდებაძემ აიღო პასუხისმგებლობა, რომ უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება სასმელი წყლის სისტემა და უმოკლეს ვადაში დაიგება ახალი საუბნო გზები.

 

„ჩვენ მივალთ ყველა სოფელში, ყველა ოჯახში, გავიგებთ თითოეული ადამიანის საჭიროებას და ყველა პრობლემას გადავჭრით ძალიან სწრაფად. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი და რაც მთავარია, გვაქვს მხარდაჭერა, რომ კიდევ უფრო მაღალი ტემპებით გავაგრძელოთ ჭიათურის განვითარება“, - განაცხადა გივი მოდებაძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 796
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია