საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჯორჯ ბალანჩინის გახსენება - ქართულ ამერიკული მეგობრობის აღსანიშნავად
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/04/30 15:12:00

 

 ამერიკის საელჩოს ორგანიზებით ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობის გასაღრმავებლად ქუთაისში, საიუბილეო 25 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკული დღეები მიმდინარეობს,რომლის ფარგლებშიც ამერიკაში მოღვაწე  ცნობილი ქართველი ბალერონი გიორგი ბალანჩივაძე, იგივე ჯორჯ ბალანჩინი გაიხსენეს.


 ქუთაისისი ახალგაზრდულ ცენტრში დოკუმენტური ფილმის   "ვიხსენებთ ჯორჯ ბალანჩინს"  ჩვენება გაიმართა.  ფილმი ცნობილი ბალერონის მოსოფლიო მიღწევებზე და იმ რთულ გზაზე მოუთხრობსს მაყურებელს,რომელიც ამ გენიალურმა ადანიანმა განვლო ჯერ ევროპაში,შემდგომ კი ამერიკაში. ფილმში ჯორჯ ბალანჩინის პირად ცხოვრებაზე და მის  5 უიღბლო ქორწინებაზეცაა საუბარი. ფილმში ბალანჩინზე საუბრობენ მისი ყოფილი მოსწავლეები, ამერიკული ბალეტის მოქმედი და ყოფილი ვარსკვლავები, ვისთან ერთადაც გიორგი ბალანჩივაძემ ამერიკული საბალეტო ხელოვნებაში ახალი, ნეოკლასიკური მიმდინარეობა დააფუძნა.


ბალანჩინზე გვესაუბრა ხელოვნებათმცოდნე და დოკუნენტალისტი ოლიკო ჟღენტი: "ფილმი "ვიგონებთ ჯორჯ ბალანჩინს"არის ამერიკაში გადაღებული.  მმისი ყოფილი მოსწავლეები საუბრობენ  ბალანჩინის შემორვაწეობაზე,პიროვნებაზე. ისიც იციან,რომ  ბალანჩინი ქართველი იყო და აღნიშნავენ,რომ მის დადგმულ ცეკვებში ქართული ქორეოგრაფიის ელემენტებიც არის. "


 შეგახსენებთ,გიორგი ბალანჩივაძე იყო  ცნობილი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძის შვილი. ის ითვლება ამერიკი კლასიკური  ბალეტის ფუმდებლად. 1983 29 აპრილს ჯორჯ ბალანჩინი გარდაიცვალა. დაკრძალულია ამერიკაში. 2004 წელს ნიუიორკსა და პეტერბურგში აღინიშნა დიდი მაესტროს დაბადების 100 წლისთავი.

 

ლიკა დევდარიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9404
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია