დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რთველი 2019
კახეთში გადამუშავებული 92 ათასი ტონა რქაწითელის 72 % კომპანიამ სახელმწიფოს სუბსიდირებით შეისყიდა
2019/09/26 14:49:19

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი რთველის მიმდინარეობის  პროცესს კახეთში გაეცნო. მინისტრის მოადგილე, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსთან, ლევან მეხუზლასთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში  ღვინის საწარმოებში  იმყოფებოდა, სადაც მოსავლის დაბინავების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 


25 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში  145 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 10-12 ათასი ტონის ფარგლებშია. ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან გაზრდილია  ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი. გადამუშავებული ყურძნიდან 92 ათასი ტონა რქაწითელია, რომლის 72 % სს „აკურამ“ სახელმწიფოს მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეისყიდა.


„რთველი პიკურ ფაზაშია; შესაბამისად, გაზრდილია ყურძნით დატვირთული მანქანების  ნაკადი. ყურძნის ჩაბარების პროცესი ორგანიზებულად და შეუფერხებლად მიდის. უმნიშვნელოვანესია, კერძო სექტორის ჩართულობა და პასუხისმგებლობა, რათა რთველი, ბოლო წლების მსგავსად, წარმატებული იყოს“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.


ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 300-მდე კომპანია. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 699
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია