დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა ქუთაისთან ახლოს, მიმდინარე წლის მარტში დაიწყება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/05 20:52:37

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ ,მყარი ნარჩენების კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად, სამტრედიისა და ქუთაისში არსებული ნაგავსაყრელები მოინახულეს.

 

2012წლიდან მიმდინარეობს მუშაობა პროექტთან დაკავშირებით,რაც გულისხმობს ახალი ევროსტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობას.როგორც შავლეგო ტაბატაძე აღნიშნავს „ პირადად გაცნობილი ვარ ამ პროექტს, ევროპული სტანდარტებით არის დაპროექტებული,მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება რვა ეროვნული,რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობა და მე ვფიქრობ ახლის გაკეთების შემდგომ,ეს ძველი ნაგავსაყრელები უნდა დაიხუროს.

 

ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული პროექტი გულისხმობს,რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას,რაც მოსახლეობას დაიცავს მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან . პროექტი, რომლის თანახმადაც რეგიონული ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს, ევროსტანდარტების შესაბამისია. ობიექტი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა ქუთაისთან ახლოს მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.

 

მშენებლობაზე, სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება. პროექტი ითვალისწინებს ქუთაისში არსებული ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვას, მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებას და ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობას. პროექტი ხორციელდება ქართულ-გერმანული მხარეების ფინანსური თანამშრომლობით. ადგილობრივ კონტრიბუციასთან ერთად, პროექტის დონორები არიან: გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდის EU-NIFF გრანტი. პროექტის საერთო ინვესტიცია 26 მილიონ ევროა. ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახორციელებს, რომელიც 2012 წელს შეიქმნა.

 

2013 წლიდან დღემდე კომპანიის მფლობელობაში არსებული 54 ნაგავსაყრელიდან კეთილმოეწყო და შესაბამისობაში მოვიდა 31, ხოლო სტანდარტების შესაბამისად დაიხურა 23 ნაგავსაყრელი, ასევე მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი 5 სადგური. ნარჩენების მართვის ახალი სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებაში მნიშვნელოვანი როლი და პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტებს, კერძო კომპანიებსა და მოსახლეობას. მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობაა ნარჩენების შეგროვების, სეპარირებისა და რეციკლირების განვითარების ხელშეწყობა.

 

2019 წლიდან მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ ვალდებულება შემოიღონ ნარჩენების ეფექტური სეპარირების სისტემა, რომელიც 2025 წლისთვის სრულად უნდა დაინერგოს. ახალი სისტემის გამართულად მუშაობისთვის, ასევე, მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება მოსახლეობის მიერ ნარჩენების სწორად სეპარირება და განთავსება, კომპანიები და კერძო სექტორი კი ვალდებულნი იქნებიან წარმოებული პროდუქციის შეგროვებისა და რეციკლირების გარემოსთვის უსაფრთხო გზები გამონახონ. სისტემა სახელწოდებით „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება“ საქართველოში მომავალი 2 წლის განმავლობაში დაინერგება. ამ კუთხით ქვეყნის მაშშტაბით 2023 წლისთვის, არსებულ, ძველ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს, 8 ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი ჩაანაცვლებს. ამ პროექტების განხორციელებით გაუმჯობესდება რეგიონების საცხოვრებელი პირობები. ნარჩენების მართვის კოდექსის და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ნარჩენების მართვის სისტემა იქნება ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია