დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ისტორიის გაცოცხლება - ომარ ნიშნიანიძის "არგო" ტიმ სევერინის ნაკვალევზე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/05/31 19:32:29

საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის დეპუტატმა, ისტორიკოსმა ომარ ნიშნიანიძემ პატარა გემი „არგო“ ააგო და დღეს ფოთიდან ვანამდე ე.წ. სპეცრეისიც შეასრულა. მან ვანისკენ გეზი ოთხ სტუდენტთან ერთად აიღო.

 

გემი ფოთიდან გამოემგზავრა, რასაც თან ახლდა პერფორმანსი, იასონის გაცოცხლებული პერსონაჟი, ვანში კი "არგოს" კოლხეთის მეფე, აიეტი და მისი ასული მედეა დახვდება.

https://www.facebook.com/omari.nishnianidze/videos/1299755316839912/?__tn__=%2CdlC-R-R&eid=ARCiHYXPyLYs3G_LLS2X2aLJgRtOu5VjCcuJ3-lZdfYxhqpOJlHH4C6c3VbDKm4LrBwzVzKf0ZDQo8hC&hc_ref=ARRrLu3j6nLneZjm0cHqeW70naegHzOG4l1ohF_             RpOeO7_6TiEVkYJO4J7Wecr_WCAk

 

"აქ შემოვიდნენ არგონავტები პირველად და აქედან აყვნენ შემდეგ რიონს მაღლა. ტიმ სევერინმა 35 წლის წინ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ლეგენდა არგონავტების შესახებ არის რეალური ისტორია და ჩვენ ვამაყობთ ამით და ზოგადად, მითი და ლეგენდა აუცილებად შეიცვას რეალურ მარცვლებს ისტორიისას, ამას ემსახურება ჩვენი ექსპედიციაც, ეს არის ისტორიის გაცოცხლება, მე ასე დავარქვი მას.  



ვემზადებით მოგზაურობისთვის, 2 ივნისს ჭყვიშში შევცურდებით. გემზე გვეყოლება და ჭყვიშშიც დაგვხვდებიან “არგონავტების” გმირები. ამით გავაცოცხლებთ ამ ისტორიას და პოპულარიზაცია გავუწევთ ამ თემას”- ამბობს ომარ ნიშნიანიძემ. 


ომარ ნიშნიანიძის თქმით, საბოლოოდ, გემი მის მიერ მოწყობილ არგონავტიკის მუზეუმში დაიდებს ბინას.



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1001
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია