დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი შენგელია:"ვისურვებდი, თითოეული ბავშვი იყოს დაცული და მათ ერთიან, ძლიერ საქართველოში ეცხოვროთ"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/06/01 20:06:58
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპეციალურ მილოცვას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:


“დღევანდელი დღე, 1 ივნისი გვახსენებს იმას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას! ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში ასახული ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტები, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვის კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
ვისურვებდი, თითოეული ბავშვი იყოს დაცული და მათ ერთიან, ძლიერ საქართველოში ეცხოვროთ. აქვე, როგორც გენდერული თანასწორიბის საბჭოს თავმჯდომარე სიამაყით შეგახსნებთ, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელს მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტლება 1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!" 
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1399
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია