საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2016
კაკო ბობოხიძემ და გია თევდორაძემ შესაძლოა, კანდიდატურა მოხსნან...
2016/10/19 17:02:00

კაკო ბობოხიძემ და გია თევდორაძემ შესაძლოა, კანდიდატურები მოხსნან

 ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში  მედიასთან შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრის მთავარი თემა იყო ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის სტატუსზე მსჯელობა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, პარლამენტის თბილისში გადატანა დაანონსა. ჩვენ ვესაუბრეთ ამ შეხვედრის ორგანოზატორებს, ნაციონალური მოძრაობის წევრებს: კაკო ბობოხიძეს და გია თევდორაძეს:

  „ჩვენ ვაპირებთ, შევხვდეთ ქუთაისში მოქმედ ყველა აქტიურ ჯგუფს, რადგან მეორე ტურმა ქუთაისისათვის საკრალური მნიშვნელობა მიიღო. ჩვენ, ნაციონალური მოძრაობის 5 კანდიდატი მზად ვართ, მოვხსანათ ჩვენი კანდიდატურა, თუ ოცნების დეპუტაცია მხარს არ დაუჭერს პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას. ამით არ მოუსპობენ ქალაქს განვითარების შანსს  და ერთადერთ პერსპექტივას.  ეს სჭირდება ქუთაისის, იმერეთის, რეგიონის და თუ კარგად დაფიქრდებიან - თბილისის გადარჩენასაც.“ - განაცხადა კაკო ბობოხიძემ

 „აბსოლიტურად ვეთანხმები კაკო ბობოხიძის გაჟღრებულ ინიციატივას.  თუ იმერეთის უკვე შემდგარი 11 მაჟორიტარი და  და ნაწილი შესაძლო დეპუტატებისა, დააფიქსირებენ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ პარლამენტის თბილისში  გადატანას, თუ მოხდება ეს შეთანხმება, ეს იქნება ზეპირსიტყვიერი მემორანდუმი ჩვენს შორის, ამ შემთვევაში, მეც მზად ვარ, მოვხსნა ჩემი კანდიდატურა და აღარ გავაგრძელო ბრძოლა მეორე ტურში.

მეორე ტურმა ქუთაისისათვის მიიღო ეგზისცენტიალური მნიშვნელობა, რადგან ამ ტურმა უნდა გადაწყვიტოს არ მარტო დემოკრტიულობის ხარისხი, არამედ ქუთაისის, როგორც  საპარლამენტო ქალაქის  ფუნქციის საკითხიც. დღეს ჩვენ გვქონდა მედიასთან შეხვედრა ამ დღებში შევხვდებით სხვადასხვა აქტიურ ჯგუფებს: არასამთავრობოებს, მსახიობებს, უნივერსიტეტებს, ანუ ქალაქის მთელ ინტელიგენციას, მათ, ვისთვისაც ქალაქის ბედი სულერთი არ არის.

საკონსტიტუციო უმრავლესობის  გადაწყვეტილებით პარლამენტის ამ ქალაქიდან გადატანა  იქნება მიუტევებლი შეცდომა, რომლის უფლება არ უნდა მივცეთ.“ - გვითხრა გია თევდორაძემ.

 

ლიკა დევდარიანი

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 20524
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია