დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაბრაზებულმა პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზი დატოვა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/05/02 16:42:46

 საქრთველოს პრეზიდენტმა,გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატებთან  დებატებში  შესვლა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.


პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მას ორგანული კანონი შეახსენა, პარლამენტის რეგლამენტის შესახებ.რომლის მიხევითაც პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენისას, პრეზიდენტმა  საკუთარი მოსაზრება  დასკვნით  სიტყვაში უნდა გამოხატოს.

 

პარლამენტის გადაწყვეტილებით გაღიზიანებულმა პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზი დატოვა.   "ეს არა არის დებატი,როდესაც მე ვისმენ ერთმანეთის მიყოლებით დეპუტატების მოსაზრებებს და არ მაქვს დისკუსიაში შესვლის შესაძლებლობა.  თუ დებატის ფორმატში არ წარიმართება სხდომა, მე ვერ გავაგრძელებ სხდომას. არსად არ წერია ლეგლამენტში,რომ პრეზიდენტს არ აქვს დეპატებში შესვლის უფლება.


უმრავლესობამ პრეზიდენტის  ამ გადაწყვეტილებას ხუშტურა და ბუტიაობა უწოდა.


ოპოზიციამ კი მოუწოდა პარლამენტს, შეცვალოს რეგლამენტი და მისცენ პრეზიდენტს დებატებში შესვლის უფლება.


შეგახსენებთ, პრეზიდენტის დღევანდელი ანგარიში უმრავლესობამაც და მმართველმა პარტიამაც ძალიან კრიტიკულად შეაფასა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1254
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია