დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერია ელექტრონული მმართველობის სისტემაზე გადადის
2015/05/19 11:05:25

მიმდინარე კვირის განმავლობაში ქუთაისის მერია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაზე გადავა, რომელიც მოცემული იქნება  საიტზე : www.edocument.ge.

 

რას გულისხმობს ელექტრონული დოკუმენტბრუნვა? ქუთაისის მერიის პრესსამსახური ამის შესახებ ონფორმაციას სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. მათი განცხადებით, საიტი გამარტივებულ რეჟიმში უზრუნველყოფს შესული დოკუმენტების  აღრისხვასა და წარმოებას. მოსახლეობის განცხადებებიც ამ საიტზე დაფიქსირდება და რეაგირებაც უფრო სწრაფი იქნება.

 

მათი თქმით, მმართველობის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლით ათიათასობითფურცელი დაიზოგება.

 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისი მერიაში უკვე  დაინერგა ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე ელექტრონული სისტემა, რომელიც მოცემულია საიტზე:  www.ehrms.ge. მოწესრიგდა თანამშრომლების პირადი საქმეების, მივლინებების და შვებულებების აღრიცხვა.


წლის დასაწყისიდან ქალაქის თვითმმართველობა ჩაერთო ელექტრონული ხაზინის სისტემაში - www.etreasury.ge. ამან მერიას შესაძლებლობა მისცა საჯარო ფინანსების მართვის მხრივ დაენერგა თანამედროვე ელექტრონული მიდგომები. ყველა გადარიცხვა ხორციელდება ხაზინის მეშვეობით და მაქსიმალურად დაცულია საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის პრინციპი.


ინფრასტრუქტურის სამსახურმა დანერგა ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება ქალაქში დაფიქსირებული ყველა პრობლემის დასურათება და ელექტრონულად ატვირთვა. აღნიშნული ფუნციის განსახორციელებლად ყოველდღე დილით და საღამოს ინსპექტირების ჯგუფები ქალაქს შემოივლიან, დაფიქსირებენ/დაასურათებენ  პრობლემებს, რაც წამების სიზუსტით აღირიცხება google/drive სისტემაში. დაფიქსირებული პრობლემების აღმოფხვრის მონიტორინგი კი ყოველკვირეულად განხორციელდება
ქალაქში მოქმედი საათების მართვა გადავიდა ელექტრონულ სისტემაზე და GPS-სისტემით ხდება მათი მართვა.



პრესსამსახურის განცხადებაში ნახსენებია ასევე
ქალაქშიარსებულ კიდევ ერთი პრობლემა მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით მერიამ შეიძინა თანამედროვე ხელსაწყოები (GPS-GNSS მოწყობილობი და ელექტროტახეომეტრი), რომლის საშუალებითაც სანტიმეტრების სიზუსტით განისაზღვრება ნაკვეთებს შორის საზღვრები. შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა გაიარეს სწავლება.


გადაწყვეტილია საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურში თანამედროვე სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ქუთაისის ყველა უბანში არსებული პრობლემის ელექტრონულად დაფიქსირებას და ინფორმაციის წამების სიზუსტით ერთიან ბაზაში დაფიქსირებას. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს პრობლემის დროულდა სწორ გადაჭრას.

არქირექტურის სამსახურმა პრობლემების იდენტიფიცირება მოახდინა და გადაჭრის მთავარ გზად სწორედ დოკუმენტაციისა და განაცხადების ელექტრონულად მიღების და სპეციალური ელექტრონული პროგრამის შემუშავება დაფიქსირდა.

 

პრესსამსახურის განცხადედბით, ყოველივე ზემოთ აღნიშნული საჭიროებს ტექნიკური საშუალებების განახლებასა და შეძენას. მათი თქმით, თანამედროვე ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა ამ საშუალებების გარეშე შეუძლებელია.

 

 

ლალი შენგელია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2467
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია