საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სომელიეთა ასოციაციის მიერ ღვინის შესახებ გადაღებულმა ქართულმა ფილმმა, ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე გაიმარჯვა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/03/26 15:25:06

 

ქართულმა ფილმმაღვინის ნულოვანი მერიდიანი“ – Prime Meridian of Wine, რომლის რეჟისორიც ნანა ჯორჯაძეა, „ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე“ - Hollywood International Independent Documentary Awards - ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა.


ფილმი მოგვითხრობს ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მისი ტრადიციების შესახებ და ღვინის, როგორც კულტურული ფასეულობის როლზე მსოფლიოში. ფილმის დაჯილდოება  24 მარტს ჰოლივუდში გაიმართა.


„ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ გამარჯვებული გახდა ნომინაციებში: “საუკეთესო უცხოური ფილმი”, “საუკეთესო პროდიუსერი“ - შალვა ხეცურიანი,  საუკეთესო სცენარის ავტორი“ - თამარ ბართაია,  საუკეთესო რეჟისორი“ - ნანა ჯორჯაძე, „საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი“ - მიხეილ კვირიკაძე დაროლის საუკეთესო შემსრულებელი“ - რევაზ ხეცურიანი.


ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“, უკვე მოიპოვა რამდენიმე ჯილდო საერთაშრისო ფესტივალებზე: ესპანეთი, ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალი MOST 2016 – „ წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმი“,  საფრანგეთი-ღვინის კინოფესტივალი - OENOVIDEO,  "ჟიურის სპეციალური პრიზი - წლის საუკეთესო ენოლოგიური ფილმისთვის“,  კალიფორნია - Wine Country Film Festival  – “საუკეთესო რეჟისორი“. ფილმი ასევე ნომინირებული იყო ეინდჰოვების კინოფესტივალზე - DOCfeed, ლონდონის ფესტივალზე - Independent Film Awards, Los Angeles Independent Films Award, მელბურნის ფესტივალზე - Phoenix Film Festival და სხვა.



ფილმის პრემიერა
თბილისში, 19 ივნისს “სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეის“ ფარგლებში გაიმართება.


ფილმი გადაღებულია „საქართველოს სომელიეთა ასოციაციის“ მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მარანი ხეცურიანი”-ს ფინანსური მხარდაჭერით.



 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3341
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია