დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლება ყველასათვის
განათლების მინისტრის მოადგილე საზღვრისპირა სოფლების სკოლებს სტუმრობდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/04 18:37:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის წევრი ლია გიაგური დღეს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, სოფელ ქვეშში, დიცსა და ერგნეთში იყოფებოდა. ლია გიგაური სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში ეცნობოდა და ადგენდა ამ რეგიონში არსებული საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურულ და სასწავლო-საგანმანათლებლო საჭიროებებს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს  უკვე შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მომავალი სამოქმედო გეგმის განსაზღვრა.

ლია გიგაურმა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მიმდინარე სოციალური პროგრამები და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სხვა  მნიშვნელოვანი პროექტები გააცნეს.

 

სამთავრობო კომისიის მორიგ სამუშაო შეხვედრაზე ლია გიგაური კომისიის წევრებს ანგარიშს წარუდგენს ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე საჯარო სკოლებში არსებულ  მდგომარეობასთან, სკოლების გათბობის, მოსწავლეთა ტრანსპორტირებისა და  სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2491
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია