საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მეურნეობა
კოოპერატივების განვითარების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთვებიან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/25 12:35:36

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივების შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და სამოქმედო გეგმის საკითხებთან დაკავშირებით  სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სოფლის  მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა გახსნა.


სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისსააგენტოსთავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ინფორმაცია  მიაწოდა და კოოპერატივების  ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  მნიშვნელოვანია სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის   კოორდინირებული მუშაობა და გადაწყდა, რომ  შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სააგენტოსა და ”ევროპის სამეზობლო პროგრამა აგროწარმოებისა და სოფლის განვითარებისთვის” (ENPARD) პროექტში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით,  იგეგმება ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაც. 


შეხვედრას, რომელიც  სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(FAO) ორგანიზებით გაიმართა  სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტისა და ”ევროპის სამეზობლო პროგრამა აგროწარმოებისა და სოფლის განვითარებისთვის” (ENPARD) პროექტში ჩართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია