საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთში მეწარმეებისა და არასამთავრობო სექტორისთვის "ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ (DCFTA)” შეხვედრა გაიმართა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/03/25 10:52:43

 

იმერეთის რეგიონში მომუშავე მეწარმეებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს "ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ (DCFTA) ტრენინგი ჩაუტარდათ.


DCFTA-ს არსზე და პროექტის მიზანზე გვესაუბრა საქართველოს ბიზნესის საკონსულტაციო ასოციაციის წარმომადგეენელი კონსტანტინე ჟღენტი:


"ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი  სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება , როგორც ასოცირების ხელშეკრულების ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ,რომელიც დიდ შესაძლებლობას აძლევს ქართულ საწარმოებს ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ თავიანთი პროდუქცია.


მნიშვნელოვანია ასევე იმ ფაქტორების ხაზგასმაც, თუ რა მოგვცა "DCFTA"-მ. ამ ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს შიდა სტსნდარტები გახდება,ისეთივე,როგორიც ევროკავშირისაა,ამისათვის სახელმწიფო განხორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას,რათა საწარმოებმა მოახდინონ თავიანთი პროდუქციის სტანდარტიზაცია, სერტიფიცირება და ევროკავშირის ბაზარზე გატანა.


პროექტის მიზანია მოსახლეობისთვის გამჭირვალე ინფორმაციის მიწოდება ცნობიერების ამაღლება,  ამიტომ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები დავიწყეთ რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი მეწარმეების წარმომადგენლებთან,რომლებიც თავის მხრივ გაავრცელებენ ინფორმაციას"DCFTA"-ს შესახებ. 9-ვე რეგიონში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც შეიქმნება ადგილობრივი საბჭოები, რომელიც დაკომპლექტდება არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი მეწარმეებისა და თვითმმართველობის წევრების წარმომადგენლებისგან. ეს პროექტი ხელს შეუწყობს იმ ფაქტორების გამოვლენას,რაც ხელს უშლის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. რეგიონალური საბჭოები თავის მხრივ  ჩამოაყალიბებენ ერთ ცენტრალურ საბჭოს,სადაც მოხდება რეგიონებში გამოვლენილი პრობლემების განხილვა.


ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საგრანტო კომპონენტი 1000 ევროს ოდენობით."


ორდღიან ტრენინგ-კურსზე  თეორიულ მიმოხილვასთან  ერთად მოხდა რამდენიმე წარმატებული საწრმოს მაგალითის განხილვა. ყველა მონაწილეს დაგაეცა "DCFTA"-ს საკომუნიკაციო სახელმძღვანელო. ტრენინგის მონაწილეები  ავტომატურად ჩაერთვებიან ამ ერთწლიან პროექტში და   საგრანტო კონკურსშიც მიიღებენ მონწილეობას. 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 762
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია