საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მოკლა თუ არა მაგდა პაპიძემ 5 წლის შვილი და მეუღლე?
2015/12/21 09:04:56
დღეს დილით, საქართველო თბილისში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ შეძრა. დიღმის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 წლის მამაკაცი და მისი 5 წლის შვილი მოკლული იპოვეს. ცხედრები სადარბაზოს შესასვლელთან ეყარა. როგორც უკვე ცნობილია, მამაკაცი თავში მძიმე საგნის ჩარტყმით არის მოკლული, ბავშვი კი გაგუდულია. სამართალდამცველებმა მკვლელობა გახსნეს. პოლიციამ საკუთარი მეუღლისა და შვილის მკვლელობის ფაქტზე 1990 წელს დაბადებული მაგდა პაპიძე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მაგდა პ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, დიღომში, ფერაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ–ს. ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პ-მ. გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გარდაცვლილი ბავშვის დეიდა ამბობს, რომ გუშინ მასთან იმყოფებოდნენ თორნიკე და დედამისი და დისთვის რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევია. მეზობლები გარდაცვლილს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მასზე არასდროს არავის ცუდი არ სმენია. მეზობლებს არც საეჭვო ხმაური გაუგიათ, მათი თქმით, ისინი ბავშვის დედის კივილზე გავიდნენ და სადარბაზოსთან საზარელი სურათი დახვდათ. მამა-შვილის მკვლელობაში ბრალი გარდაცვლილი ბავშვის დედას წაუყენეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლით). 

გავრცელებული ინფორმაციით, ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა და ამ დროისთვის ის ბრალს არ აღიარებს. 

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც გამომძიებელი აცხადებდა, რომ დაკავებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული კომენტარი საიტიდან ჩაიხსნა. მაგდა პ.-ის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს. ვიდეომასალის კორექტირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია..
წყარო: სხვადასხვა
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1794
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია