დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი შარვაშიძე დაინიშნა
2017/10/27 19:36:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი შარვაშიძის დანიშვნას, რომელიც სამინისტროში ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებას წარუძღვება.



საგარეო უწყების ინფორმაციით, გიორგი შარვაშიძეს აქვს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, მათ შორის აზიის რეგიონში, საქმიანობის დიდი გამოცდილება. 2006 წლიდან დღემდე მუშაობს კერძო კომპანიებში, ასევე გააჩნია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში საქმიანობის გამოცდილება.



გიორგი შარვაშიძეს დამთავრებული აქვს ქუთაისის მესამე სკოლა, შემდეგ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. მიღებული აქვს ICN ბიზნეს სკოლის (საფრანგეთი, ქ.ნანსი) და UNICATT-ის (იტალია, ქ.მილანი) საერთაშორისო მენეჯმენტის მაგისტრის, ასევე აღმოსავლეთ ჩინეთის მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (ჩინეთი, ქ.შანხაი) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.



გიორგი შარვაშიძე უფლებამოსილების შესრულებას 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან შეუდგება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1893
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია