დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ვერ ელევა "ოცნება" ხათუნა გოგორიშვილის დაწერილ კოდექსს?
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/24 21:53:50

დღეს  არასაპარლემენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და ექსპერტები შეიკრიბნენ და არსებული საარჩევნო კოდექსის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრეს. 

 

ერთ დროს  ნაციონალების მიერ შექმნილი დრაკონული საარჩევნო კოდექსი დღევანდელმა ხელისუფლებამ თავის თავზე მოირგო. სამართლიანი საარჩევნო გარემო,  უსამართლო საარჩევნო კოდექსით ვერ მიიღწევა. არსებული კოდექსით ხელისუფლებას უპირატესობა  აქვს  საარჩევნო კომისიებში, საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომელიც  ძირითადად დაკომპლექტებულია სახელისუფლებო უმრავლესობის წარმომადგენლებისაგან.

 

თუ ხელისუფლება საარჩევნო კოდექსში არ შეიტანს ცვლილებებს, არ დაწევს ბარიერს და ისე ჩაატარებს არჩევნებს, მაშინ  ეჭვქვეშ დადგება არჩევნების ლეგიტიმურობა.  "ქართული ოცნება"  ნაცებივით  უფსკრულში გადაიჩეხება – ასეთი განცხადებები გააკეთეს  ექსპერტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

 

როგორც "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, დღეს "ოცნებას" არაფრის შეცვლა არ უნდა, რადგანაც  ისინი ხათუნა გოგორიშვილის მიერ დაწერილ საარჩევნო კოდექსს ვერ ელევიან.

 


ჯონდი ბარათურია ("ქართული დასის" ლიდერი):

_ ჩვენ გვჭირდება სამართლიანი საარჩევნო გარემო და არა ნაციონალების მიერ დაწერილი საარჩევნო კოდექსი. როდესაც "ოცნება" ოპოზიციაში იყო,  ჩვენთან ერთად არსებულ კოდექსს აფასებდა, როგორც უსამართლოს და რეპრესიულს.  ივანიშვილი და ქართული ოცნება  ნაციონალების მიერ დაწერილი  საარჩევნო კოდექსით  აპირებენ, თავი მოაწონონ ევროპას  და დაამყარონ საქართველოში დემოკრატია?

 

ჩვენ ვითხოვთ სამართლიან რეფორმას, აღსდგეს სამართლიანობა და სამართლიანი საარჩევნო გარემო. მოვითხოვთ,  ქალაქის მერიც და გამგებლებიც აირჩიოს მოსახლეობის ნახევარმა,  50%–მა მაინც. არ  გვინდა,  რომ  საარჩევნო ბარიერი  სახელისუფლებო კანდიდატების  რეიტინგივით მცირდებოდეს.

 

 

გიორგი ახვლედიანი ("ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის წევრი):

_   ყველა ის საკითხი, რომელიც საარჩევნო კოდექში შესატან ცვლილებებს შეეხება, ახალი არ არის. ჩვენ ვიბრძოდით ნაციონალი მოძალადეების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება სწორედ ამ გზით მიდის და ყველანაირად არღვევს ყველა იმ დაპირებას, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლამდე იძლეოდა.  დღეს  ერთი ერთში ვემსგავსებით ნაცმოძრაობას,  "ოცნებამ" საარჩევნო კოდექსი თავის თავზე მოირგო. სამოქალაქო საზოგადოება მოითხოვს, შეიცვალოს საარჩევნო გარემო, ბარიერი და ადმინისტრაცია. თუ ასე არ ამოხდება, მაშინ სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას დაუპირისპირდება. ისე წავა "ოცნება" ფსკერზე, როგორც – ნაცმოძრაობა.

 


   რამაზ საყვარელიძე (ექსპერტი):

–ადგილობრივი არჩევნები ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. იმ  ძალას, რომელიც გაიმარჯვებს ადგილობრივ არჩევნებში, ექნება უპირატესობა საპარლემენტო არჩევნებში. მოგეხსენებათ, პარლამენტში დაბრუნებული ნაცმოძრაობაც  იბრძოლებს გამარჯვებისათვის. ერთი სუტყვით, ადგილობრივი არჩევნები იქნება ტრამპლინი მომავალ პარლამენტში მოსახვედრად. ამ კოდექსით შეუძლებელია სამართლიანი საარჩევნო გადანაწილება და რაც მთავარია,  არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება. არჩევნები უნდა გადავადდეს, ან მომზადების პირობები უნდა შეიცვალოს.

 ბარიერის აწევასთან დაკავშირებით რას იტყვით?

  ბარიერი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ეს განმსაზღვრელი იქნება, მაგრამ არსებობს იმის საფრთხე, რომ ბარიერი  თუ აიწევს, შესაძლოა, ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ გადალახოს ის. 50%–ს ვერცერთ რეგიონში ვერ გადლახავენ, ეს ყველაფერი გამოსათვლელი და დასათვლელია, კერძოდ,  გასათვალისწინებელია იმ ადამიანების რაოდენობა,რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. გააჩნია ბარიერის გადალახვას,  რომელი ძალა შეძლებს, რაღა მეეჭვება, რომ ეს ვინმეს აწყობდეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2578
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია